მაურიციო სარი: “რონალდუ ვეღარ გვაოცებს, ის დიბალას და კოშტას მსგავს ფორმაშია”
იტალიის თასის ფინალში ყოფილ კლუბ “ნაპოლისთან” დამარცხების შემდეგ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ შეხვედრა შეაფასა და გუნდის ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. “ეს კლუბის, ბიჭების და გულშემატკივრებისთვის დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის იმედი არც უნდა გვქონოდა, რადგან ბევრი ფეხბურთელი ტრავმის გამო გვაკლია და არც ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში ვართ. მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა არ გვქონია. […]
რონალდუს საოცარი სტატისტიკა, რომლის შემდეგაც მის ყველა დროის საუკეთესოობას აღიარებთ!
კრიშტიანუ რონალდუ სასწაულების ჩადენას განაგრძობს, მადრიდში წაგებული 2:0-ის შემდეგ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ტურინის “იუვენტუსს” შინ ულიდერა, “ატლეტიკოს” ჰეთ-თრიქი შეუსრულა და საკუთარი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი რეკორდი ეკუთვნის, ესენია: ყველაზე მეტი გოლი ყველაზე მეტი გოლი თავით ყველაზე მეტი საჯარიმო ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ყველაზე მეტი გოლი ფინალში ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკი ყველაზე მეტი გოლი […]
მესის არც რონალდუ ჩამორჩა – პორტუგალიელის პასიურობა პრესინგის ნაცვლად (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, კიევის “დინამოს” წინააღმდეგ (2:1) მოგებული შეხვედრაში კამერებმა ლეო მესი ერთ-ერთ ისეთ ეპიზოდში გამოიჭირეს, როცა ის არ აქტიურობდა და მეტოქის ფეხბურთელს საკუთარ ნახევარზე შეუფერხებლად გადმოსვლის უფლება მისცა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი თითქმის არც კი განძრეულა, რის გამოც მან როგორც “ბლაუგრანას” ქომაგების, ისე მედიის კრიტიკა დაიმსახურა. საინტერესოა, რომ მარადიულ კონკურენტს არც კრიშტიანუ […]
რონალდუმ სახლში ტრავმიდან აღმდგენი მაღალტექნოლოგიური აპარატი დააყენა
კრიშტიანუ რონალდუ საკუთარი პროფესიონალიზმით გულშემატკივრის გაოცებას თითქმის 37 წლის ასაკშიც კი არ წყვეტს და საკუთარი ფიზიკური მომზადების გასაუმჯობესებლად თანამედროვე ტექნოლიოგიებსაც აქტიურად იყენებს. ფეხბურთელმა, რომელიც ოც დღეში საკუთარ სახლში მაღალტექნოლოგიური ჟანგბადის კამერა დაამონტაჟა, რათა ფიზმომზადების კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაიუმჯობესოს. 5 ოქროს ბურთის მფლობელს კარიერის საუკეთესო სეზონი ნამდვილად არ აქვს, იგი 2021 წლის ზაფხულში ტურინის “იუვენტუსიდან” […]
ბუფონი რეკორდზე მიდის – ლეგენდარული მეკარე კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
“იუვენტუსის” 42 წლის მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც 28 იანვარს 43 წლის ხდება, ტურინულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს და სურს გახდეს სერია A-ს უხუცესი მოთამაშე. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ Twitter-ის პირად გვერდზე გაავრცელა. მიმდინარე სეზონში, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გოლკიპერმა “ბებერი ქალბატონის” მაისური ექვს შეხვედრაში მოირგო, 2 გოლი გაუშვა და სამჯერ კარი მშრალად […]
რჩება თუ მიდის? მარსელომ პოსტი გამოაქვეყნა (ფოტო)
მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა მარსელომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს ტურინის “იუვენტუსს” დიდი ხანია უკავშირებენ. “ვარჯიში. აქ ჩემი სახლია,” – დაწერა მარსელომ.
კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი
რამდენიმე წუთის წინ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა “ვერონას” გაუტანა. ეს კი მისი ახალი რეკორდია. “იუვენტუსის” ისტორიაში არცერთ სხვა ფეხბურთელს ზედიზედ 10 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია. რონალდუმ კი ეს მოახერხა და ამით ისტორია დაწერა. კრიშტიანუს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ ეს რეკორდი მომავალ მატჩში გააუმჯობესოს. “ბებერი ქალბატონი” მომავალ ტურში აუტსაიდერ “ბრეშას” დაუპირისპირდება.
რონალდუ, მესი, ზლატანი და დანარჩენები – 21-ე საუკუნის 33 საუკეთესო ბომბარდირი
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) შიდა ჩემპიონატებში 21-ე საუკუნის საუკეთესო ბომბარდირთა სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში ტურინის “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ აღმოჩნდა – 5 ოქროს ბურთის მფლობელმა პრიმეირა ლიგის, პრემიერლიგის, ლა ლიგისა და სერია A-ს მატჩებში 462 გოლის გატანა მოახერხა. ნუსხაში მეორე პოზიციას “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი იკავებს, რომელმაც მთელი კარიერა […]
ბუფონი, კასილასი და სხვები – 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის “რეალის” და “პორტუს” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული “ჩელსის” და “არსენალის” ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. […]
კრიშტიანუ რონალდუ და ჩემპიონთა ლიგა: 3 ახალი რეკორდი
კრიშტიანუ რონალდუსგან რეკორდები და მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაში უკვე აღარავის უკვირს, თუმცა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ლევერკუზენის “ბაიერთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში კიდევ რამდენიმე შთმაბეჭდავი ციფრი აჩვენა. ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა გერმანული კლუბის წინააღმდეგ სრულად ითამაშა და 89-ე წუთზე პაულო დიბალას პასით საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. “ოქროს ბურთის” 5-ჯერ მომგებმა ფეხბურთელმა 126-ე გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი გაიმყარა […]
პელეს შემდეგ ბიკანიც – კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო ისტორიის რეკორდი გაიმეორა
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “სასუოლო” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩში ბოლო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მოდენელთა კარი შეხვედრის 92-ე წუთზე აიღო და ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი მე-15 გოლით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოფიციალურ შეხვედრებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, იოზეფ ბიკანის რეკორდი გაიმეორა. საქმე […]