ევრო 2022 | U17 საქართველოს ნაკრების მეტოქეები ელიტ რაუნდში ცნობილია
2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში, U17 საქართველოს საფეხბურთო ნაკრები – გერმანიას, ჩეხეთსა და შოტლანდიას დაუპირისპირდება. ელიტ რაუნდის მატჩები 2022 წლის მარტში (21-29) გაიმართება. ელიტ რაუნდის შეხვედრებს შოტლანდია უმასპინძლებს. წყარო: facebook.com/GeorgiaGFF
ევრო 2023 | U17 საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
2023 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში, საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები – ინგლისს, ისრაელსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს. მატჩები 2022 წლის ოქტომბერში (25, 28, 31) გაიმართება. წყარო: facebook.com/GeorgiaGFF
საქართველო 1:0 ინგლისი – სად არიან ახლა ფეხბურთელები?
ზუსტად 8 წლის წინ, 2012 წლის 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სენსაცია მოახდინა და ბოლო წუთზე გატანილი გოლით ინგლისი დაამარცხა. ამ თაობამ თბილისში გამართულ შესარჩევ ეტაპზე ესპანეთისა და ინგლისის ჯგუფში ჩატოვება მოახერხა, ევრო 2012-ზე კი, გერმანიასთან და საფრანგეთთან მოხვედრის მიუხედავად, პლეი-ოფში გავიდა. ნახევარფინალურ შეხვედრაზე ნიდერლანდების 17-წლამდე ნაკრებთან ბოლო წუთებზე დავმარცხდით. ახლა […]
საქართველო 0:0 პორტუგალია (U17)
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევ ჯგუფში მეორე მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გუნდი მასპინძელ პორტუგალიას უგოლოდ დაშორდა – 0:0. მატჩის ყველაზე სახიფათო მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, როცა ლუკა გაგნიძემ ძელს მოარტყა ბურთი. ამგვარად, ჩვენს ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო ტურში 19 ნოემბერს ხვდება ალბანეთს, რომელიც 0:2 დამარცხდა უკრაინასთან. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ხარატიშვილი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გ. […]