18 წ. | 5-დღიანი სასელექციო შეკრება მარტყოფში
უმცროსი ბორჯღალოსნები მარტყოფის სარაგბო ბაზაზე 5-დღიან სასელექციო შეკრებაზე შევიდნენ. გუნდს სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ელის. მწვრთნელებმა ტრავმების გამო სამი მოთამაშე მოისაკლისეს და მარტყოფში 42 მორაგბით დაბინავდნენ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი – 11 მოთამაშე ქუთაისის ‘აიას’ ყავს, 6 – თბილისის ‘ლელოს’, 5-5 ‘ბათუმსა’ და ‘ხვამლს’, 3-3 ‘ყოჩებს’, ‘აკადემიას’ და ‘არმიას’, ორი რუსთავის […]
U18 ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ ბელგია გაანადგურა
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის შემადგენლობაში 9 ცვლილება განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირი დროის მცირე მონაკვეთში ტარდება, შემადგენლობაში მსგავსი როტაცია მოულოდნელობას არ წარმოადგენს. ცვლილებების მიუხედავად, საქართველომ მოწინააღმდეგე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ნახევარფინალური მატჩის პირველ ტაიმში საქართველომ, 48:0 გაიმარჯვა. უმცროსი ბორჯღალოსნების დომინაცია მეორე ტაიმშიც თვალსაჩინო იყო და საბოლოოდ მატჩი, U18 […]
U18 ევროპის ჩემპიონატი | როტაცია ბელგიასთან
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 1/4-ფინალში ჩეხეთის 76:0 დამარცხების შემდეგ, სასტარტო 15-ეულში 9 ცვლილებაა – 4 ხაზში და 5 შერკინებაში. პოზიცია შეიცვალა ორმა მორკინალმა. ბელგიასთან ღერძზე თამაშს ალექსანდრე ჯიღაური და ლუკა ჭინჭარაული იწყებენ, ცენტრში კი გიორგი ხაინდრავას ამჯერად ლუკა კობაური შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე ლუკა ხორბალაძეს ვიხილავთ, ფრთებზე კი ადგილი […]
U18 ევროპის ჩემპიონატი | 12 ლელო ჩეხეთთან
საქართველოში მიმდინარე 2022 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფავორიტების გამარჯვებებით დაიწყო. საქართველომ, ესპანეთმა და პორტუგალიამ 1/4-ფინალურ ეტაპზე დიდი სხვაობებით გაიმარჯვეს. თასის ნახევარფინალშია ბელგიაც, რომელიც 5 ოქტომბერს უმცროს ბორჯღალოსნებს „რაგბი პლატოზე“, 16:15 საათზე შეხვდება. 1/4-ფინალში ბელგიამ ნიდერლანდები 23:13 დაამარცხა. ეს იყო ყველაზე თანაბარი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს. მანამდე პორტუგალიამ გერმანიას „რაგბი პლატოზე“ 52:3, ხოლო ესპანეთმა […]
18 წ. | ეს ბიჭები არაერთ გამარჯვებას გვაჩუქებენ – იოსებ ტყემალაძე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა და მონიჭებული სიხარულისთვის, თითოეულ მათგანს, აღმზრდელ კლუბებს და ოჯახებს მადლობა გადაუხადა. კალინინგრადში გამართულ ტურნირზე საქართველომ მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0 დაამარცხა, ნახევარფინალში ბელგიას 37:3 სძლია, ხოლო ფინალში პორტუგალიას 27:0 და თასი ზედიზედ მესამედ შემართა. “მინდა მივესალმო ჩვანს მომავალ თაობას და თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის, თამაშით […]
18 წ. | ფინალში პორტუგალიასთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხეს და ფინალში ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავენ. პორტუგალიამ ნახევარფინალში ესპანეთს დიდი ბრძოლა გაუმართა და 31:12 დაამარცხა. ბელგიამ საქართველოს აგრესიული დაცვა და სწრაფი შეტევები შესთავაზა, მაგრამ კლასში სხვაობა ექვს უპასუხო ლელოში აისახა. თამაში ჩვენი ხელდახელ იერიშებით დაიწყო, მაგრამ მე-10 წუთამდე ლელო არ გავიდა და ანგარიში პეტრე ხუციშვილმა ჯარიმით გახსნა. […]
U18 | ხუთი ცვლილება ბელგიის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, კალინინგრადში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 3 ოქტომბერს, 1/4-ფინალში საქართველომ ჩეხეთს 76:0 სძლია და ნახევარფინალში ბელგიას 6 ოქტომბერს, საქართველოს დროით 21 საათზე ეთამაშება. თავის მხრივ, ბელგიამ მეოთხედფინალში მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა. მეტოქის თამაშს უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბიც დაესწრო. შეტევის მწვრთნელი პაატა მაისურაძე ამბობს, რომ ბელგიას ინდივიდუალურად კარგი […]
U18 | 12 ლელო ჩეხეთთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დებიუტანტ ჩეხეთს 12 უპასუხო ლელო გაუტანეს და იოლად, 76:0 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით მათ ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს და ნახევარფინალში ბელგიას შეხვდებიან, რომელმაც თავის მხრივ ტურნირის მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა. ჩვენმა 18-წლამდელებმა ჩეხეთთან ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნეს. მეტოქე მოლში არ შემოვიდა და ლელო ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა გაიტანა. მე-5 წუთზე ნიკოლოზ კინწურაშვილმა ხაზი […]
U18 | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, ორკვირიანი შეკრების შემდეგ ის 26 მოთამაშე შეარჩია, რომლებიც 2-9 ოქტომბერს კალინინგრადში ევროპის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. გაფართოებულმა, 43-კაციანმა ჯგუფმა შეკრება მარტყოფის ბაზაზე გაიარა და ‘იუნკერების’ ესპუართა გუნდთან მართვადი თამაშიც გამართა, რითაც უთამაშებლობის ნაწილობრივ კომპენსირება მოხდა. მზადებით კმაყოფილია 18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი, რომლის შეგირდები 1/4-ფინალში ქვედა დივიზიონიდან დაწინაურებულ ჩეხეთს შეხვდებიან, გამარჯვების შემთხვევაში […]
U18 | მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის
უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული, 43-კაციანი შემადგენლობა, მარტყოფის ბაზაზე ორკვირიან შეკრებაზე შევიდა. გუნდი კალინინგრადში 2-9 ოქტომბერს გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. შეგახსენებთ, 8-გუნდიანი ტურნირი ფლეი-ოფის სისტემით იმართება და ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული საქართველო გახდა – 2018 წელს ფინალში საფრანგეთის 8:3 და 2019 წელს ესპანეთის 20:10 დამარცხებით. ახალი სამწვრთნელო შტაბით 18-წლამდელები […]
რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ კავშირებთან, საჩემპიონატო კომიტეტის მმართველთან, პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო. რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2019/20 წლების სეზონები მამაკაცთა კონფერენცია 1-ში, კონფერენცია 2-სა და განვითარებად დივიზიონში გაუქმდა. არ […]