ბორჯღალოსნებმა არგენტინა XV-ს პირველ ტაიმში ორი ლამაზი ლელო გაუტანეს და 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სამხრეთელ სტუმრებს დარჩათ – 30:24. ეს იყო ორი განსხვავებული ტაიმის მატჩი. პირველ ნახევარში მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მაღალ ტემპში, ხელდახელ უტევდნენ, რაც ორჯერ ლელოთი დასრულდა, მეორე ნახევარში კი არგენტინელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს შესვენებამდე მოპოვებულ 6 ქულას 24 შემატეს. […]