წყალტუბოს სამგურალს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – იმერულ კლუბს სოსო ფრუიძე გაწვრთნის. საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბში ფრუიძეს აქამდეც უმუშავია – ის წყალტუბოელებს სათავეში 1994 წელს და 1995/96 წლების სეზონში თავკაცობდა. სოსო ფრუიძეს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ქუთასისის ,,ტორპედოში”, “სამტრედიასა” და ,,ბორჯომში” უმუშავია, საუკეთესო პერიოდი კი საჩხერის “ჩიხურასთან” ერთად ჰქონდა, სადაც 12 წელი გაატარა, საქართველოს თასი […]