ზაფხულში ბარნსი, პეიპერი და რეინალი გვიმსაჯებენ
მსოფლიო რაგბმა 2023 წლის ოთხი ერისა და მსოფლიო თასამდე გასახურებელი მატჩების მსაჯები და ოფიციალური პირები დაამტკიცა. ბორჯღალოსნები საფრანგეთში გამგზავრებამდე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს თბილისში და ერთსაც ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან. ზაფხულში 4 თამაშში ვიხილავთ ნიკა ამაშუკელს, პირველ ქართველ რეფერის, რომელიც გუნდურ სახეობებში მსოფლიო თასზე იმსაჯებს. პირველი თამაში 12 აგვისტოს თბილისში, მსოფლიო თასის მონაწილე რუმინეთთან გვაქვს […]
რაგბის მსოფლიო თასის ფინალს ფრანგი რეფერი განსჯის
რაგბის მსოფლიო თასის ფინალს, რომელიც 2 ნოემბერს იოკოჰამაში გაიმართება ინგლისსა და სამხრეთ აფრიკას შორის ფრანგი რეფერი ჟერომ გარსეზი განსჯის. 46 წლის გარსეზი პირველი ფრანგია ვისაც აღნიშნული პატივი ერგო. ფრანგი მსაჯი 55 ტესტ-მატჩით ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილად ითვლება, ფინალი მისთვის მე-11 მატჩი იქნება რაგბის მსოფლიო თასზე. გარსეზს კიდებიდან რომან პუატი (საფრანგეთი) და ბენ ო’კიფი (ახალი ზელანდია) დაეხმარებიან, […]
შოტლანდია – საფრანგეთი | ნიკა ამაშუკელი უეინ ბარნსთან ერთად
საქართველოს საუკეთესო მსაჯს ნიკა ამაშუკელს, რამდენიმე დღეში “შემოდგომის ერთა თასზე” და ზოგადად ელიტურ რაგბში, დებიუტი ექნება. 22 ნოემბერს შოტლანდია “მარიფილდზე” საფრანგეთს მასპინძლობს. “ბ” ჯგუფის ფაქტობრივ ფინალს, რომლის გამარჯვებული დიდი ალბათობით ტურნირის ფინალში ითამაშებს, ინგლისელი უეინ ბარნსი განსჯის და მას კიდიდან ქართველი ნიკა ამაშუკელი დაეხმარება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მსაჯი ტიერ1-ის გუნდების შეხვედრას მოემსახურება: […]