ტონი კროოსი უეინ რუნის კომენტარს გამოეხმაურა
როგორც მოგეხსენებათ, 9 მაისს “რეალ მადრიდისა” და “მანჩესტერ სიტის” გზები ჩემპიონთა ლიგაზე იკვეთება. ინგლისურ-ესპანური დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ უეინ რუნიმ განაცხადა, რომ “სიტი” “რეალს” მარტივად გაანადგურებს. “მანჩესტერ სიტი” “რეალს” არამარტო დაამარცხებს, არამედ გაანადგურებს. შეიძლება ვცდებოდე, თუმცა, იუნდა ითქვას, რომ “სიტი” სულ სხვა დონეზეა.” […]
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ უეინ რუნიმ განაცხადა, რომ ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოში საუკეთესოა. “ამ მომენტისთვის ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია” – განაცხადა უეინ რუნიმ The Times-თან საუბრისას. ნორვეგიელი შემტევი მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება. “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შემდეგ, ჰოლანდმა ყველა ტურნირზე 42 შეხვედრა ჩაატარა და 48 გოლის გატანა შეძლო. ამ ყველაფერთან ერთად “ქალაქელთა” ცხრიანმა 6 […]
უეინ რუნიმ პრემიერ ლიგის ჩემპიონობის ფავორიტი დაასახელა
“ევერტონის”, “მანჩესტერ იუნაიტედის” და ინგლისის ნაკრების ლეგენდამ, უეინ რუნიმ, რომელიც ამჟამად ამერიკული MLS-ის წარმომადგენელი “დი სი იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელია, ინგლისის პრემიერ ლიგაში საჩემპიონო მარათონის ფავორიტი დაასახელა. “იმედი მაქვს “არსენალი” პრემიერ ლიგას მოიგებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ “მანჩესტერ სიტი” მათ დაამარცხებს. ეს საინტერესო რბოლა იქნება. “არსენალმა” ახლახანს მიაღწია ამჟამინდელ პოზიციას და ზეწოლა შეიძლება იყოს ძალიან მაღალი. როცა […]
“ვიცოდი, რომ კეინი ჩემს რეკორდს გააუმჯობესებდა” – უეინ რუნი
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ლეგენდა – უეინ რუნი ჰარი კეინის რეკორდს გამოეხმაურა. რუნის მტკიცებით, მან იცოდა, რომ კეინი გააუმჯობესებდა მის რეკორდს და ისიც დაატამა, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ დაეწევა. “ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელმა ჩამანაცვლა და ის გახდა ყველა დროის საუკეთესო. როცა აღნიშნული რეკორდი მოვხსენი, პირველი ვინც ჩემთან მოირბინა ჰარი იყო. […]
“მესი ძირითადში, კეინი სათადარიგოთა სკამზე და რონალდუ განაცხადს მიღმა” – უეინ რუნი
ერთ-ერთ ინდურ ტელევიზიაში ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს უეინ რუნის მესის, კეინისა და რონალდუს შესახებ კითხვა დაუსვეს, რაზეც რუნიმ ასეთი პასუხი გასცა: “მესი ძირითადში, კეინი სათადარიგოთა სკმაზე და რონალდუ განაცხადს მიღმა” როგორც ჩანს, რონალდუსა და რუნის დაძაბული ურთიერთობა აქვთ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, პირს მორგანთან იტერვიუში, მის ყოფილ თანაგუნდელს ვირთხა უწოდა. რუნიმ უკვე უპასუხა ამ განცხადებას და მას უცნაური […]
უეინ რუნი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად არგენტინას მიიჩნევს
ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, საკუთარი პროგნოზი გააკეთა და თვლის, რომ ჩემპიონი არგენტინა გახდება. “ჩემთვის არგენტინა ფავორიტია. 2018 წლისგან განსხვავებით, ლიონელ მესის გარშემო ჩამოყალიბებული მოთამააშეები ჰყავს, როგორიცაა ლაუტარო მარტინესი, ლეანდრო პარედესი, როდრიგო დე პაული და რა თქმა უნდა, ანხელ დი მარია. შარშან კოპა ამერიკის მოგება მათ თავდაჯერებულობას შესძენს. ერთადერთი, რაც სამხრეთელებს […]
მუნდიალი 2022 | “ფოდენი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელია” – უეინ რუნი
მსოფლიო ჩემპიონატის წინ უეინ რუნი ამბობს, რომ ფილ ფოდენი ინგლისის შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელია. ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და თვლის, რომ “სამი ლომის” შემადგენლობაში საუკეთესო არა კეინი, არამედ ფილ ფოდენია. “როგორც ის თამაშობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამტკიცებს იმ აზრს, რომ ფოდენი ინგლისის საუკეთესო მოთამაშეა. მას სახიფათო მომენტების […]
რუნის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით, DC იუნაიტედმა წესები დაარღვია
უეინ რუნის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით “DC იუნაიტედმა” MLS-ის წესები დაარღვია. “ევერტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა ამერიკული კლუბი ივლისში ჩაიბარა. ინგლისელი ფეხბურთელი “DC United-ში” ორი სეზონის განმავლობაში 2018-დან 2019 წლამდე თამაშობდა. სამშობლოში დაბრუნებამდე, რუნიმ ამერიკულ კლუბში 52 მატჩი ჩაატარა და 25 გოლიც გაიტანა. უეინ რუნის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით “DC იუნაიტედმა” MLS-ის წესები დაარღვია და 25,000 […]
20 ფეხბურთელი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა
გთავაზობთ 20 ფეხბურთელს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში იზრდებოდნენ – ზოგი ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია, ზოგმა კი კარიერა უკვე დაასრულა. 20. ადრიანო (ბრაზილია) რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ეს არის იგივე ადრიანო, რომელიც ოდესღაც მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული თავდამსხმელი იყო, სანამ შეუსაბამობები და პირადი პრობლემები დაასრულებდა მის კარიერას. სანამ ადრიანო “პარმასა” და “ინტერის” ფორმას […]
რუნი: ,,ვფიქრობ, რომ მანჩესტერმა რონალდუ უნდა გაუშვას”
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ, კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ისაუბრა: ,,ვფიქრობ, ,,მანჩესტერმა” რონალდუ უნდა გაუშვას. არა იმიტომ, რომ მას ტენ ჰაგის გუნდში თამაში არ შეუძლია, ის ყველგან ითამაშებს და გოლებსაც გაიტანს. მგონია, რომ ახლა ,,იუნაიტედი” ტიტულისთვის საბრძოლველად მზად არ არის, ამიტომ მიზანი უნდა იყოს ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც ამას 3-4 წელიწადში […]
MLS-ის ყველა დროის 10 საუკეთესო ტრანსფერი
MLS-მა, დაარსების დღიდან (1993 წელი) დღემდე შეძლო ფეხბურთის ყველაზე ცნობილი სახეების “მოზიდვა”. დაწყებული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებიდან – მსოფლიო ჩემპიონებამდე, რამდენიმე ლეგენდარულმა ფიგურამ თავისი კარიერის ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკაში გაატარა. ჩემპიონატის, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, დონის ასაწევად და გლობალური ცნობიერების ასამაღლებლად, ასეთი ვარსკვლავების ტრანსფერები აუცილებელია. გთავაზობთ MLS-ის ისტორიაში განხორციელებულ ყველაზე მნიშვნელოვან ტრანსფერებს. 1. დევიდ ბექჰემი დევიდ […]
რუნიმ დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
უეინ რუნი ,,დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ინგლისელმა ,,დერბის” ხელმძღვანელებს განთავისუფლების თხოვნით თავად მიმართა. რუნის სამწვრთნელო კარიერა 2020 წლის ნოემბერში, სწორედ ,,დერბიში” დაიწყო. 2021-2022 წლების სეზონში ,,ვერძებმა” ჩემპიონშიფში 23-ე ადგილი დაიკავა და ლიგა 1-ში დაქვეითდა. გასულ წელს გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ბოლო პერიოდში ინგლისურ მედიაში იწერებოდა, რომ რუნის […]