ირლანდიის წინააღმდეგ უელსის შემადგენლობა ცნობილია
ექვსი ერის გახსნითი მატჩისთვის უელსის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა. უორენ გატლენდის გუნდი პირველ შეხვედრას ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ შემოდგომის სერიებზე მიღებული ტრავმის შემდეგ, დენ ბიგარი ბრუნდება. 23 კაციან განაცხადში მოხვდა ჯო ჰოუკინსიც, რომლის დებიუტით გახსნით მატჩში შედგება. “ჩვენი გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია.სკამს დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სათადარიგოთა სკამი მატჩში […]
უელსის ნაკრებიდან გაშვების შემდეგ, უეინ პივაკმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს გრძნობდა. 60 წლის სპეციალისტმა ისიც დაამატა, რომ ყველაზე მეტად საქართველოსთან მარცხის შემდეგ იგრძნო, რომ დაკავებული პოსტიდან გაუშვებდნენ. “ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობ, ჩემი გაშვების საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთან მარცხის შემდეგ მიიღეს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უელსი საქართველოსთან არ უნდა მარცხდებოდეს. საქართველოსთან მარცხის შემდეგ […]
უეინ პივაკი უელსის ნაკრებიდან გაუშვეს
უეინ პივაკი უელსის სარაგბო ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ბრიტანელებმა მის მაგივრად უორენ გატლენდი დანიშნეს. WalesOnline-ის ინფორმაციით, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა და შეიძლება კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს დაკავებულ თანამდებობაზე. საინტერესოა, რომ უელსის სარაგბო ნაკრებმა წელს გამართული 12 ტესტ მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო. სწორედ ამ შედეგების ფონზე, უელსის რაგბის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უეინ […]
სანდრო თოდუას ლელო ტურის საუკეთესოდ დასახელდა
ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველთა მხრიდან ერთადერთი ლელოს ავტორი სანდრო თოდუა აღმოჩნდა, რომელიც საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა. Autumn Series-მა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც მესამე ტურის საუკეთესო ლელოს გამოვლენა სურდა. ხმის მიცემის საშუალებით, რაგბის გულშემატკივრებმა საუკეთესოდ ქართველი ფრთის ლელო დაასახელეს.
Planet Rugby ბორჯღალოსნების გამარჯვებას გამოეხმაურა
ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ,,ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის წარმომადგენელს მოუგეს. საქართველოს მოგებას არაერთი გავლენიანი სარაგბო გამოცემა გამოეხმაურა. მათ შორის იყო Planet Rugby, რომელმაც “ბორჯღალოსნების” გამარჯვებაზე ასეთი რამ დაწერა: საქართველომ კარი შეანგრია: საქართველომ კარდიფში Principality Stadium-ზე უელსთან გამარჯვებით, წელს, იტალიის შემდეგ, მეორე […]