ჩემპიონთა ლიგა ამერიკაში? – ჩეფერინმა ცვლილებებზე მიანიშნა
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინიმ მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდი ტურნირის მატჩების ჩატარებას სამომავლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში განიხილავს. “ფეხბურთი ამჟამად ძალიან პოპულარულია შეერთებულ შტატებში. ამერიკელები მზად არიან გადაიხადონ საკმარისი თანხა და ისინი თვალს ადევნებენ ევროპულ ფეხბურთს ისე, როგორც ევროპაში კალათბურთის მოყვარულები მიჰყვებიან NBA-ის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პერსპექტიული ბაზარი მომავლისთვის. საქმე […]
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კიდევ 4 წლის ვადით სლოვენიელი მენეჯერი, ალექსანდერ ჩეფერინი იქნება. ჩეფერინი თანამდებობაზე ლისაბონში გამართულ UEFA-ს რიგით 47-ე ყრილობაზე ერთადერთი კანდიდატის სტატუსით აირჩიეს. 2️⃣0️⃣2️⃣7️⃣ UEFA President Aleksander Čeferin has been re-elected for a further four-year term at #UEFACongress in Lisbon. pic.twitter.com/zliYcPZd2H — UEFA (@UEFA) April 5, 2023 55 წლის მენეჯერი აღნიშნულ თანამდებობაზე 2014 წლის 14 […]
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ევროპაში ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება
უეფას გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას ევროპული ფეხბურთის ყველა მატჩი თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყება. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გარდა ამისა, უეფამ და უეფას ბავშვთა ფონდმა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც თურქეთსა და სირიაში დაზარალებულებს ეხმარებიან, 200 ათასი ევრო გადაურიცხა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალური […]
სუპერთასს ახალი მასპინძელი ჰყავს – უეფამ რუსეთს მატჩის ჩატარების უფლება ჩამოართვა
უეფამ 2023 წლის სუპერთასის ჩატარების ადგილი რუსეთიდან (კაზანი) გადაიტანა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მატჩი საბერძნეთში, ,,ოლიმპიაკოსის” სტადიონზე ჩატარდება. მანამდე რუსეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩატარების უფლებაც ჩამოერთვა – მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალისთვის გასულ წელს სანქტ-პეტერბურგს უნდა ემასპინძლა. ფიფამ და უეფამ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე თამაში რამდენიმე თვის წინ აუკრძალა. […]
რუსეთს უეფა სუპერთასის მასპინძლობის უფლებაც ჩამოერთვა
ფიფამ და უეფამ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე თამაში რამდენიმე თვის წინ აუკრძალა. როგორც ჩანს, მანამ, სანამ უკრაინში ომი გაგრძელდება, სასჯელი ძალაში დარჩება. Sky News-ის ინფორმაციით, რუსეთი ვერც უეფას სუპერთასს უმასპინძლებს, რომელიც აგვისტოში ყაზანში უნდა გამართულიყო. ხვალ რუსეთის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლები ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებას აპირებენ და მათი ნაკრებისა და გუნდების საერთაშორისო […]
უეფამ გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს ვიდეო-კოლაჟი მიუძღვნა | VIDEO
უეფას ვიცე-პრეზიდენტი: “კვარას ლეგენდარული მარადონას დაჩრდილვა შეუძლია”
უეფას ვიცე-პრეზიდენტი, ვეტერანი პოლონელი ფეხბურთელი, მწვრთნელი და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის 9 წლის პრეზიდენტი ზბინევ ბონიეკი სპორტულ ბლოგერ გია ჯანაშვილს საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა. ტურინის “იუვენტუსისა” და “რომას” ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, 21 წლის ქართველის შესახებ თქვა, რომ მას დიეგო მარადონას ლეგენდის დაჩრდილვა შეუძლია. “შარშანდელთან შედარებით “ნაპოლი” გაცილებით გამართული გუნდია. ნეაპოლელებმა ბევრი ფეხბურთელი […]
ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე იმუშავებენ
ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაზე იმუშავებენ. უეფას გადაწყვეტილებით, სლოვაკეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალურ მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და იტალიის 19-წლამდე გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ, მთავარი არბიტრის რანგში გოგა კიკაჩეიშვილი იმუშავებს, ხოლო მისი ასისტენტი დავით გაბისონია იქნება. ქართველებთან ერთად, მსაჯთა ბრიგადა ლიეტუველი ოფიციალური პირებით დაკომპლექტდება. გოგა კიკაჩეიშვილმა და დავით გაბისონიამ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, სლოვაკეთი – იტალიისა და […]
უეფამ რუსეთს სანქციები დაუმატა
ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო: 2022-2023 წლების სეზონში რუსული კლუბები ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ. რუსეთის ნაკრები მონაწილეობას ვერ მიიღებს ერთა ლიგის (2022-2023) გათამაშებაში. რუსეთის ქალთა ნაკრები მოკვეთეს ევრო 2022-დან და პორტუგალიით ჩაანაცვლეს. რუსეთის ქალთა ნაკრები ვერ ითამაშებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რუსეთის […]
კონფერენს ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის კონფერენს ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის ამ ეტაპზე 2 ნიდერლანდური და თითო-თითო ფრანგული, ინგლისური, ბერძნული, იტალიური, ჩეხური და ნორვეგიული კლუბი მოხვდა. საბოლოოდ, 1/4-ფინალური წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა: “ბოდო-გლიმტი” – “რომა” “ფეიენოორდი” – “სლავია პრაღა” “მარსელი” – “პაოკი” “ლესტერ სიტი” – “პსვ” მეოთხედფინალურ ეტაპზე გუნდები ერთმანეთს პირველად 7 აპრილს, ხოლო საპასუხო […]
რუსეთმა ფიფასა და უეფას ერთობლივი გადაწყვეტილება გაასაჩივრა
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებები სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. საუბარია სანქციაზე, რომლის თანახმადაც რუსულ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ფიფამ და უეფამ ასეთი გადაწყვეტილება 28 თებერვალს მიიღეს. მანამდე პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებებმა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას მიმართეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფლეიოფო მატჩში […]
უეფა რუსი მსაჯების ევროპული ტურნირებიდან მოკვეთას აპირებს
ევროპულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც უკრაინის საფეხბურთო ასოციაციაც სოციალურ ქსელში ადასტურებს, რუსულ მსაჯებს უეფას ტურნირებზე მუშაობა აეკრძალებათ. ინფორმაცია ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა მედიაში ამაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ. აქამდე, უეფამ გადაწყვიტა, რომ უეფას ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე რუსულ კლუბებსა და ნაკრებებს მონაწილეობის უფლება არ ექნებათ, მსაჯთა შეზღუდვა კი ფაქტობრივად, რუსეთის ორგანიზაციიდან საბოლოო […]