რაშფორდმა პენალტის ეპიზოდზე პირველი კომენტარი გააკეთა
ოლე გუნარ სოლსკიაერის “იუნაიტედმა” საფრანგეთში 1:3 მოიგო და სასწაულებრივი ქამ-ბექი შეასრულა. ინგლისელებმა 1/4 ფინალის საგზური ბოლო წუთებზე რაშფორდის მიერ გატანილი პენალტით მოიპოვეს. “ვფიქრობ, რომ ამ მომენტში დამშვიდება მმართებდა. უბრალოდ მინდოდა, რომ პენალტი მე დამერტყა. ჩვენ ასეთი ეპიზოდების გამო ვცოცხლობთ. შემდეგ გადავხედავთ მათ და სახეზე ღიმილი მოგვეფინება,” – თქვა რაშფორდმა თამაშის შემდეგ.
მესიმ ლიონთან შესრულებულ პანენკაზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში “ბარსელონამ” შინ “ლიონი” 5:1 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. საუცხოო მატჩი ჩაატარა კატალონიელთა ლიდერმა, ლეო მესიმ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი შეასრულა. მესის თამაშის შემდეგ, პანენკას სტილში შესრულებულ პენალტზე ჰკითხეს. “დავინახე, რომ მეკარეს მოძრაობა მისგან მარცხენა კუთხეში ჰქონდა დაწყებული და პანენკას დარტყმა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა,” […]
ეშლი იანგმა ბარსელონასთან 15 წამში 4 შეცდომა დაუშვა (ვიდეო)
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი მოდელი წარადგინა
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფორმატის ცვლილებას გეგმავს. სავარაუდოდ, უეფას მიერ წარდგენილი ახალი მოდელი, ძალაში 2024/25 წლების სეზონიდან შევა და მასში შემდეგი ცვლილებები იქნება: გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება. ჯგუფური ეტაპები გაუქმდება და ერთი, საერთო ცხრილი შეიქმნება. თითოეული გუნდი 5 მეტოქეს დაუპირისპირდება და ხუთ-ხუთ გასვლით და საშინაო შეხვედრას ჩაატარებს. საერთო ჯამში […]
ვლადიმირ ვაისი: “კარიერაში მქონია მატჩები, როცა პირველი მოუგებელი თამაშის მიუხედავად შემდეგ ეტაპზე გავსულვარ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმმა” ბრატისლავის “სლოვანთან” სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად სლოვაკური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა და დააანონსა, რომ მის გუნდს ბათუმში რთული შეხვედრა ელის. “შედეგი გულდასაწყვეტია, მაგრამ მე გამოცდილებაში ისეთი დაპირისპირებები მაქვს, რომლის პირველ შეხვედრაში 0:0 ვითამაშეთ, თუმცა, […]
იტალიური და ნიდერლანდური მედია: “კვარა არაჩვეულებრივია, შეუჩერებელი, ფენომენი”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” ამსტერდამის “აიაქსი” საშინაო კედლებში – 4:2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩას მორიგ გამორჩეულ შეხვედრას იტალიური და ნიდერლანდური მედია-საშუალებები გამოეხმაურნენ, რომლებმაც 21 წლის ამომავალ ვარსკვლავს ყველაზე მაღალი კოეფიციენტი მიანიჭეს და […]
ვან დაიკის საოცარი ჟესტი ბაიერნთან მატჩამდე (ვიდეო)
გუშინ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, “ლივერპულმა” შინ “ბაიერნი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირების დაწყებამდე, ინგლისელთა მცველმა, ვან დაიკმა სტადიონზე მისული ქომაგებს საოცარი ჟესტი აჩვენა. საქმე იმაშია, რომ შეიქმნა ფონდი, სახელად, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომისია” (ICRC), რომელიც იმ ოჯახებს ეხმარება, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტების გამო დაზარალდნენ. რაც შეეხება ვან დაიკს, ჰოლანდიელმა […]
კანტონა და ნეიმარის მამა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ფოტო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მცირე ინციდენტი მოხდა. “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “პსჟ”-ს დაპირისპირების პირველ ტაიმში ინგლისელთა ლეგენდა, ერიკ კანტონა ნეიმარის ოჯახის გაღიზიანებას შეეცადა. კანტონა და მისი მეგობარი “პსჟ”-ს ბრაზილიელი ვარსკვლავის ოჯახთან ახლოს ისხდნენ. როგორც ცნობილია, ნეიმარის მამა კანტონასთან მივვარდა, რა დროსაც კანტონას მეგობარმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ალეგრიმ რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა
დიდია იმის ალბათობა, რომ UEFA-მ კრიშტიანუ რონალდუ “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ გაკეთებული ჟესტის გამო, დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ცნობილია, რომ UEFA-ს დისციპლინალური საბჭო აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 21 მარტს მიიღებს. მანამდე კი “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან რონალდუს შესახებ ისაუბრა. “გამარჯვებას მოედანზე და მის გარეთ ყველა ისე აღნიშნავდა, როგორც უნდოდა. რონალდუს საქციელში ცუდი და უჩვეული ვერაფერი დავინახე. […]
ტოტენჰემის ფანის გიჟური რეაქციები სიტისთან მატჩის ყველა გოლზე (ვიდეო)
კარლო ანჩელოტი: “ეს ამ კლუბის ისტორიის ნაწილია”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ სიტი” 2:1 დაამარცხა, დამატებით დროში კი მეტოქეს კიდევ ერთი უპასუხო გოლი გაუტანა და ტურნირის არსებობის ისტორიაში ფინალურ შეხვედრაში თამაშის უფლება მეჩვიდმეტედ მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა. “ეს არის ამ კლუბის ისტორია, რომელიც გვეხმარება გავაგრძელოთ სვლა, როცა გვეჩვენება, რომ […]
ვლადიმირ ვაისი: “ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მატჩი იყო, ცხოვრება სირთულეებითაა სავსე”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო ბათუმი” ბრატისლავის “სლოვნთან” დამატებით დროში – 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, პრესკონფერენცია გამართა, სადაც განვლილი შეხვედრა შეაფასა. “ეს ძალიან ემოციური მატჩი იყო. ცხოვრება ზოგჯერ ძალიან რთული მომენტებითაა სავსე. “დინამომ” ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ მომენტების რეალიზების პრობლემა გვქონდა. ვფიქრობ, ამით მეტოქემ […]