ასტანასთან საპასუხო მატჩში დინამო თბილისის შემადგენლობა ცნობილია
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში “დინამო თბილისი” ყაზახეთის “ასტანას” დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: სასტარტო თერთმეტეული: ლორია – ტაბიძე, მარგველაშვილი, კალანდაძე, მალი, ოსეი, მექვაბიშვილი, ულად ომარი, ხარაიშვილი, კამარა, სხირტლაძე (c). სათადარიგო შემადგენლობა: კერესელიძე, კუტალაძე, ხვადაგიანი, კობოური, ლაკვეხელიანი, მაისურაძე, მოისწრაფიშვილი, ოსიყმაშვილი, სიგუა, ოდიშარია, იობაშვილი, […]
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ყაზახური მატჩის პირველი ტაიმი არ მომეწონა, ახლა კი საკუთარ კედლებში ვართ და უკეთ უნდა ვითამაშოთ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში “დინამო თბილისი” ყაზახურ “ასტანას” უმასპინძლებს. მატჩის წინ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “ასტანას” ჰყავს ახალწვეულები, თუმცა ვფიქრობ, რომ სათამაშო სურათი ახალწვეულების მიუხედავად არ შეიცვლება და ისეთივე თამაშის სტილს უნდა ველოდოთ, როგორც ყაზახეთში. პირველ მატჩში გიორგი მოისწრაფიშვილი სათამაშოდ მზად არ […]
ასტანას ნახევარმცველი: “დინამოს საშინაო კედლების უპირატესობა აქვს და რთულ მატჩს ველი”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “დინამო თბილისი” “ასტანას” უმასპინძლებს. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ყაზახური კლუბის მარცხენა გარემარბმა, ელხან ასტანოვმა კომენტარი გააკეთა. “პირველ მატჩში მცირე დრო ვითამაშე, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. იმედი მაქვს, საპასუხო მატჩში მეტი დრო მომეცემა, თუმცა ყველაფერი მატჩის წინ გამოჩნდება. გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს, ჩემთვის კი მარცხენა ფლანგზე თამაში როგორც […]
ასტანას მწვრთნელი: “დინამოს მასპინძლის უპირატესობა ექნება და ამის გამო 200%-ით უნდა დავიხარჯოთ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში “დინამო თბილისთან” დაპირისპირების წინ, “ასტანას” მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა მოახლოებული დაპირისპირება შეაფასა. “პირველი მატჩის შემდეგ ანალიზი გააკეთეთ და ჩვენი მეტოქის ძალა რეალურად ვიცით. ამ შეხვედრაში, არ გვექნება ის უპირატესობა, რომელიც საშინაო კედლებში გვქონდა – ზურგს ყაზახი გულშემატკივარი არ გაგვიმაგრებს, მაგრამ ვიცით, მოწინააღმდეგის ძალები და ვეცდებით ეს მოედანზეც […]
ყაზახეთის ნაკრების ვეტერანი: “შანსები თანაბარია, მაგრამ დინამოსგან შემტევ თამაშს ველოდებით”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “დინამო თბილისი” ასტანას უმასპინძლებს. 19 ივლისს, “დინამო არენაზე” გასამართი მატჩის წინ, ვეტერანმა ყაზახმა ფეხბურთელმა, პაველ ევტეევმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ გუნდების შანსები თანაბარია. “ამ დაპირისპირებაში გუნდების შანსები თანაბარია. “ასტანა” მხოლოდ გამარჯვებით იქნება კმაყოფილი. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ქართული გუნდის შემტევ მოქმედებებს უნდა გაუმკლავდნენ – საშინაო სტადიონზე შეტევაში ბევრად უფრო […]
გალათასარაი საბა საზონოვით დაინტერესდა
თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის დამატება თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გრანდს, “გალათასარაის” სურს. ირკვევა, რომ თურქეთის მოქმედ ჩემპიონს, რომელიც 2023/24 წლების სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, დადებითად უყურებს შემადგენლობის გაღრმავებასა და გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირებას. აღნიშნულია ისიც, რომ ჯერ მოსკოვის “დინამოსთვის” სტამბულელებს ოფიციალური შეთავაზება არ გაუგზავნიათ, მაგრამ […]
დინამო თბილისის შემადგენლობა ასტანასთან მატჩში ცნობილია
2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისი” ყაზახეთის ჩემპიონ “ასტანას” დაუპირისპირდება. პირველი მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ქართული კლუბის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია, რომელიც შემდეგნაირია: სასტარტო თერთმეტეული: გიორგი ლორია – ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, დავით კობოური – ბარნს ოსეი, გაბრიელ სიგუა – გიორგი ხარაიშვილი, ულად ომარ-იმრანი, უსმანე კამარა – დავით სხირტლაძე. სათადარიგოთა […]
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ასტანასთან მატჩში ამინდის და მოედნის საფრისგან დაბრკოლებას ველით”
2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ასტანასთან” გასამართი შეხვედრის წინ, “დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ყაზახეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერ გუნდთან ვთამაშობთ. მეტოქეს ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები, ბევრი მათგანი თამაშობს ან ადრეც უთამაშია თავისი ქვეყნის ნაკრებებში. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, “დინამოში” არის მიკროტრავმები. მთავარი დანაკლისი თორნიკე კირკიტაძის […]
ლუკა გადრანი: “ნებისმიერმა შეცდომამ შეიძლება დინამოსა და ასტანას მატჩის ბედი გადაწყვიტოს”
2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით “დინამო თბილისის” მიერ “ასტანასთან” გასამართი შეხვედრის წინ, ქართველმა მცველმა, ლუკა გადრანმა, რომელიც ყაზახური “აქტობეს” წევრია, მოახლოებული დუელის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. “ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი მაღალი დონისაა. პირველი თამაში “დინამოსთვის” რთული იქნება, რადგან ისინი ხელოვნურ მოედანზე ითამაშებენ. “ასტანას” ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, “დინამო” კი ნიჭიერი ახალგაზრდებით […]
ჩემპიონთა ლიგის წინ: დინამო თბილისმა ორი ლეგიონერი დაიმატა
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, “დინამო თბილისმა” ორი ლეგიონერი დაიმატა. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს 2 ახალწვეული ჰყავს: კოტ-დ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე და 20 წლის კამერუნელი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი. ამ ორივე ფეხბურთელთან საქართველოს 19-გზის ჩემპიონმა 2+2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “დინამო თბილისი” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ივლისს ითამაშებს და ყაზახეთის ჩემპიონ “ასტანას” […]
ქარიმ ბენზემამ საუდის არაბეთიდან 200 მილიონიანი შემოთავაზება მიიღო
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა და ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა, ქარიმ ბენზემამ საუდის არაბეთის ჩემპიონატიდან 200 მილიონიანი შემოთავაზება მიიღო. მადრიდის “რეალის” გამოცდილ თავდამსხმელს საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლა უკვე კარს მომდგარი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუძლია. როგორც Relevo იუწყება, ფრანგი ფეხბურთელი იქ 200 მილიონი ევროს მიღებას მომდევნო ორი სეზონისთვის გასაფორმებელი კონტრაქტის პირობებში შეძლებს. ამავე დროს, “ბლანკოსების” ხელმძღვანელობა […]
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, პრინციპულ მეტოქე, თანაქალაქელ “ინტერთან” წაგების (0:2) შემდეგ, “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა. “ინტერმა” პირველ ტაიმში ჩვენზე უკეთ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა, მეორეში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიტანეთ. “ინტერმა” მაშინვე გაიტანა თავისი პირველი კუთხურით. გასაგებია, რომ უფრო ყურადღებიანად და მზად უნდა ვყოფილიყავით, განსაკუთრებით მეორე გოლის დროს. გვინდოდა განსხვავებული […]