ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მოახლოებული სანაკრებო პაუზის დროს, გარეთ ბეილი უელსის ნაკრებს ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ “ტოტენჰემში” დაბრუნებული ვინგერი ტრავმირებულია: 31 წლის ფეხბურთელს მუხლი აწუხებს. “გვინდოდა, რომ ბეილი ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ ტრავმა მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს. საბედნიეროდ, დაზიანება მსუბუქია და იმედი მაქვს, რომ ის მალე დაგვიბრუნდება”, – თქვა უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა […]