2020 წლის ბოლო შეხვედრაში, “დინამო არენაზე”, ესტონეთთან ნათამაშები ფრეს (0:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ესტონეთთან სახლში ნათამაშები ფრით კმაყოფილები არ ვართ. რეალურად, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, უპირატესობას ვფლობდით. მთლიანობაში, ძალიან რთული შეკრება გამოვიდა. ფსიქოლოგიურად ბიჭები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ის, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამ გუნდს […]