საერთაშორისო ფეხბურთის სტატისტიკის ფედერაციამ 2019 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე ძლიერი ლიგის რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული ლიგა 368 ქულით მსოფლიოს მასშტაბით 51-ე ადგილზე იმყოფება. ლიდერობას არავის უთმობს ინგლისი და პრემიერლიგა, რომელსაც 1287 ქულა აქვს. გასაკვირია, თუმცა მეორე ადგილზე ბრაზილიის სერია A იმყოფება, მესამე პოზიცია ლა ლიგას ეკუთვნის, მეოთხე – იტალიის სერია A-ს, ხუთეულს კი კოლუმბია ასრულებს. […]