უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრაში, საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი და სომეხი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “პირველ რიგში, მინდა ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო. მათ ამ მატჩში უდიდესი შრომა ჩადეს, ეტყობოდათ, რომ სიამაყით თამაშობდნენ და საბოლოოდ შესანიშნავი შედეგი მივიღეთ. საქართველოს ნაკრები უძლიერესი გუნდია, რომელიც მრავალი […]