მაკედონიის ნაკრების მეკარე: “საქართველოში უნდა მოვიგოთ და შემდეგ გიბრალტარს ვუგულშემატკივროთ”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრას, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩაატარებს. მატჩის წინ, მეტოქე გუნდის მეკარემ, სტოლე დიმიტრევსკიმ, რომელსაც ამბიციური განცხადებების გაკეთება სჩვევია, მორიგი კომენტარი გააკეთა. “როცა სახლში ბრუნდები და შენს მეგობრებთან ერთად ეროვნულ გუნდში თამაშობ, თავს კარგად გრძნობ. ვგეგმავთ, რომ ორი კარგი მატჩი ჩავატაროთ. […]
როგორ ფორმაში ხვდებიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები წლის დასკვნით მატჩებს?
საქართველოს ნაკრები 2022 წლის დასკვნითი ოფიციალური შეხვედრებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2022/23 წლების უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის მატჩებში, ჩრდ. მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება. აღნიშნული ორი მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთა უმეტესობაც სანაკრებო შეხვედრებს შესანიშნავ ფორმაში ხვდება.ამ სტატიაში საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 23 […]
ტოდორ ნედელევი: “შოთა ინგოროყვამ მეორე სიცოცხლე მაჩუქა”
ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი, ტოდორ ნედელევი საქართველოდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელმა, რომელიც საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქართველ სამედიცინო ჯგუფს მადლობა გადაუხადა. “ერთ წამს შეუძლია მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს! ოცნებები და მომავლის გეგმები მყისიერად ქრება, იქ ბნელ გვირაბში… ახლა არ ვეკითხები ჩემს თავს რატომ, არავისში არ ვეძებ დამნაშაცეს. უბრალოდ […]
ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია
ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური გვერდი გუნდის ნახევარმცველის, ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. “ტოდორ ნედელევი დღეს დილით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. მისთვის ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ყველა კვლევა ნორმალურია, რამაც სამედიცინო გუნდს საშუალება მისცა, იგი საქართველოს დედაქალაქში სასტუმროს ნომერში გადაეყვანა. იქ, ნედელევი დარჩება დაკვირვების ქვეშ და ეროვნული ნაკრების ექიმის დოქტორ ბისერ ბოჩევის მზრუნველობის ქვეშ, 22 ივნისს, ოთხშაბათს, სამშობლოში […]
ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანია Sofascore-მა უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საწყისი 4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ეს აღიარება ქართული ფეხბურთის მომავალმა ოთხი შეხვედრის ჯამში ნაჩვენები საშუალო სტატისტიკური კოეფიციენტის შეჯამებით დაიმსახურა, რამაც საბოლოო ჯამში 8.20 ქულა შეადგინა, ეს კი ოთხივე დივიზიონის ყველა ნაკრების ფეხბურთელებს შორის უმაღლესი შედეგია. “ნაპოლის” მომავალმა ფეხბურთელმა, რომელიც […]
ნიკა კვეკვესკირი: “ასეთი ატმოსფეროს ფონზე, დასანანი ქულები დავკარგეთ”
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: “ფეხბურთელები შოკში არიან, მაგრამ ნედელევის გამო უნდა ვითამაშოთ”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ივანოვმა, კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გამოვხატო ყველას, საქართველოს ნაკრების და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ, ვინც გვერდით დაგვიდგა ამ ინციდენტის დროს. როგორც სამედიცინო სტაფის და გუნდის, ასევე მთლიანად ბულგარეთის სახით. […]
როგორია ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩს წინ ძალზედ არასასიამოვნო ეპიზოდი უძღვოდა. აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ბულგარეთის ნაკრების ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა და ავტოკატასტროფის შედეგად გუნდის ნახევარმცველი, ტოდორ ნედელევი მძიმედ დაშავდა და მას ექიმების ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გუნდის ექიმმა, “დინამო არენაზე” გამართულ […]
ოთარ კიტეიშვილი: “ბულგარეთთან უნდა მოვიგოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა და გუნდის მიერ გატანილი ბოლო გოლის ავტორმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში, მეც მინდა, რომ მთავარი მწვრთნელის მსგავსად, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ბულგარეთის ნაკრების დაზიანებულ წევრებს და მათ ფეხბურთის ფედერაციას სრული თანადგომა გამოვუცხადო. […]
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “პირველ რიგში, ჩვენს სტუმრებს, ბულგარეთის ნაკრებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მით უმეტეს, რომ ისინი ჩვენი კოლეგები არიან და ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი რამ შესაძლოა ყველა ჩვენგანს […]
მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: “ფინალის გახსენება აღარ მსურს, საქართველოს ნაკრები ახალი გუნდია”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. სკოპიეში გასამართი შეხვედრისთვის ეროვნული გუნდი უკვე მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში ემზადება. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ, კომენტარი გააკეთა და Live.ge-ს შეკითხვასაც უპასუხა. “ჩვენ ვუყურეთ საქართველოს ნაკრების თამაშს როგორც ბულგარეთთან ისე წინა შეხვედრებში. […]
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. სკოპიეში გასამართი შეხვედრისთვის ეროვნული გუნდი უკვე მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში ემზადება. მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საქართველოდან სკოპიეში ჩასული ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. “მაკედონიასთან რევანშის აღება ჩემი მოვალეობა არ არის, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს იგივე ტურნირზე მოხდა, მაშინ […]