ვილი სანიოლი: “ბულგარეთთან სანახაობრივ და შედეგიან შეხვედრას ველი”
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ბულგარეთს სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში მდებარე “ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე”, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “გუნდს დასვენება და აღდგენა სჭირდებოდა. თავდაჯერებულობისთვის შესარჩევი ციკლის გამარჯვებით დაწყება ყოველთვის კარგია. დასაწყისში 29 ფეხბურთელი ვიხმეთ, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, […]
ვილი სანიოლი: “მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს – ჩვენგან ყველა გამარჯვებას ელის”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას 26 სექტემბერს ჩაატარებს. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ესტუმრება. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა. “მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩი გველის. აქ იმისთვის ვარ, რომ ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო, რადგან მოგება ჩვენთვის მთავარი მიზანია. რა თქმა უნდა, […]
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. სკოპიეში გასამართი შეხვედრისთვის ეროვნული გუნდი უკვე მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში ემზადება. მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საქართველოდან სკოპიეში ჩასული ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. “მაკედონიასთან რევანშის აღება ჩემი მოვალეობა არ არის, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს იგივე ტურნირზე მოხდა, მაშინ […]
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” 2 ივნისს ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “რებრენდინგი ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება იყო და მე ამაზე ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, თუმცა შემიძლია ეს ყველაფერი პოზიტიურად შევაფასო, რადგან გუნდში […]
ვილი სანიოლი: “ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა და მოედანზე ფრის სათამაშოდ არ გავალთ”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გუნდი მიიჩნევა ფავორიტად, თუ ვინმე თვლის, რომ ფავორიტი მაკედონიის ნაკრებია, ეს მე […]
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “პირველ რიგში, ჩვენს სტუმრებს, ბულგარეთის ნაკრებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მით უმეტეს, რომ ისინი ჩვენი კოლეგები არიან და ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი რამ შესაძლოა ყველა ჩვენგანს […]
ვლადიმირ დიმიტროვსკი: “ეს ტაქტიკური ბრძოლა იქნება, რომელი გუნდიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, გამარჯვებულიც ის გახდება”
ვლადიმირ დიმიტროვსკი საქართველოს ჩემპიონატის ერთადერთი მაკედონიელი ლეგიონერია. 31 წლის ცენტრალური მცველი 2020 წლის იანვრის შემდეგ, “თელავის” მაისურს ირგებს და კახური გუნდის შემადგენლობაში უკვე 8 მატჩის ჩატარება მოასწრო. დიმიტროვსკის კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორიც “რაბოტნიჩკი“, “ვარდარი“, “მლადა ბოლესლავი“, “ყარაბახი“, “ტეპლიცე“, “კერკირა” და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებია. ეროვნული ლიგის მაკედონიელმა ლეგიონერმა მის სამშობლოსა და საქართველოს ნაკრებს შორის […]
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად დაიწყო. “ჯვაროსნებმა” პირველ ტურში, ტალინში, ესტონეთს – 1:0 აჯობეს და 3 ქულა მოიპოვეს. ამ მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა. სლოვაკი სპეციალისტისთვის ეს საქართველოს ეროვნული გუნდის მესაჭის პოსტზე 41-ე შეხვედრა გამოდგა, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე, ყველაზე მეტ მატჩში საქართველოს ნაკრებს […]
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დიდი ალბათობით, მალე აქტიურ სამუშაოს დაუბრუნდება. სლოვაკური მედიიის ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტის დასაქმებით მისი ყოფილი კლუბი, ბრატისლავის “სლოვანი” ინტერესდება. წყაროს ცნობით, სლოვაკური კლუბის მოქმედი მთავარი მწვრთნელი დარკო მილანიჩი, რომელმაც “სლოვანი” სექტემბერში ჩაიბარა, გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ბრატისლაველებს ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ლიდერის პოზიცია უკავიათ და […]
ვლადიმირ ვაისი: “ბედნიერი ვერ ვიქნები, პენალტზე კი კომენტარს არ გავაკეთებ”
საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა. “ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან მაკედონიამ გოლი კაცნაკლულმა გაგვიტანა. გოლი ისეთი პენალტიდან გავუშვით, რომელზეც კომენტარის გაკეთება არ მინდა. ჩვენ გვქონდა შანსი, რომ მეორე და მესამე გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.ნაწყენები ვართ, რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე გადასვლა ისევ ვერ […]
ვლადიმირ ვაისი: “ეს მატჩი პირველი ადგილისთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენ ყველა სქემისთვის მზად ვართ”
უეფას ერთა ლიგის C დივზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. “ეს მატჩი ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად უმნიშვნელოვანესია. ის გუნდი, რომელიც ამ შეხვედრას მოიგებს, უდიდესი ალბათობით, ჯგუფის გამარჯვებულიც ის გახდება. არ ვიცი, ხვალ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომელ სისტემას შეარჩევს, სამ თუ ოთხ მცველს, მაგრამ ჩვენ ორივე შემთხვევისთვის […]
ვლადიმირ ვაისი: “თამაშით კმაყოფილი ვარ, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, სომხეთთან ნათამაშები ფრეს – 2:2 შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრა შეაფასა და მაკედონიასთან გასამართი მატჩის შესახებაც ისაუბრა. “წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ცხრა ცვლილება გვქონდა. გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როდესაც ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა […]