კონორის ოქტაგონზე დაბრუნება 2023 წლის შუა რიცხვებადე გადაიდო
უახლოეს მომავალში კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს ვერ დაუბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას MMA Mania ავრცელებს. რამდენიმე თვიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა USADA-ის პროგრამა დატოვა. ჯერ კიდევ სექტემბერში, TSN-ის თანამშრომელმა აარონ ბრონშტეტერმა ღრმად შეისწავლა USADA-ს საჯარო მონაცემთა ბაზა და აღმოაჩინა, რომ კონორ მაკგრეგორი იყო ერთადერთი მებრძოლი UFC-დან, რომელიც 2022 წელს არ შემოწმებულა დოპინგზე. […]
აბუბაქარისა და ჩიმაევის დაპირისპირება | მებრძოლები მალევე შერიგდნენ | VIDEO
UFC 280-ზე ჩარლზ ოლივეირასა და ისმალ მახაჩევის ბრძოლის დასრულების შემდეგ, ერთმანეთს ხამზატ ჩიმაევი და აბუბაქარ ნურმაგომედოვი ხელით შეეხნენ. მათი დაპირისპირება 2021 წელს დაიწყო, როდესაც ხამზატმა აბუბაქარის ბიძაშვილის, ხაბიბ ნურმაგომედოვის, მიმართ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. მისი გამოქვეყნების შემდეგ, აბუბაქარმა ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ჩიმაევი ფრთხილად უნდა ყოფილიყო, როცა მისი ბიძაშვილის სახელს ახსენებდა. სწორედ ამ […]
კოვინგტონი VS ჩიმაევი | დანა უაითი ახალ დაპირისპირებას აანონსებს
The MacLife-თან მიცემულ ინტერვიუში დანა უაითმა საინტერესო ღონისძიება დააანონსა. როგორც ვიცით, დაგეგმილია მესამე ორთაბრძოლა ჩემპიონ ლეონ ედვარდსსა და კამარუ უსმანს შორის. შესაძლოა, ამ საღამოსვე შედგეს ხამზატ ჩიმაევისა და კოლბი კონიგტონის დაპირისპირებაც. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დანას კოლბისა და ხამზატის ბრძოლის დანიშვნა სურდა. გილბერტ ბარნსთან დაპირისპირებამდე, UFC-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კავკასიელი მებრძოლის გამარჯვების შემთხვევაში […]
UFC-ის საერთო რეიტინგი განახლდა | TOP 10-ში ამერიკელები არ არიან
UFC-მ მამაკაც მებრძოლთა საერთო რეიტინგი განაახლა და 10 საუკეთესოში ვერცერთი ამერიკელი მოხვდა. დასტინ პორიე საერთო რეიტინგში ბრენდონ მორენომ ჩაანაცვლა, რომლის კარიერაც არაჩვეულებრივად ვითარდება. პირველ ადგილზე ვოლკანოვსკია, რომელიც UFC-ში ავსტრალიის სახელით ასპარეზობს. მე-2 ნომერი ჩარლზ ოლივეირაა, რომელიც შაბათს UFC 280-ის მთავარ ბრძოლაში მე-6 ნომერ ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება. მე-3 და მე-4 ნომრები ნიგერიელები კამარუ უსმანი და ისრაელ […]
ჟირი პროჰაცკა: “სამი დღის განმავლობაში ბნელ ოთახში, საკვების გარეშე ვიჯექი”
UFC-ის ჩემპიონი მძიმე წონაში, ჟირი პროჰაცკა გულშემატკივრების გაოგნებას აგრძელებს. ის ბრძოლებისთვის საკმაოდ განსხვავებულად ემზადება. ახლახან ჩეხმა მებრძოლმა ბნელ ოთახში სამი დღე გაატრა. პროჰაცკა მედიტაციის დიდი მხარდაჭერია და ამას ხშირად აკეთებს. ”სამი დღის განმავლობაში ბნელ ოთახში, საკვების გარეშე ვიჯექი. აქ შენს თავზე მუშაობა და საკუთარ დემონებთან ბრძოლა შეგიძლია. ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მინდა, რადგან ეს […]
UFC სიაახლეებს გვპირდება | დანა უაითს უცნაური გეგმები აქვს
UFC სახეში სილის გარტყმის ლიგის შექმნაზე, სერიოზულად ფიქრობს. MMA Junkie-ის ცნობით, დანა უაითის გუნდმა, ნევადის სპორტულ კომისიაში, უკვე წარადგინა პრეზენტაცია ახალი ლიგის ჩამოყალიბების თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და არაა გამორიცხული, რომ UFC-ის პრეზიდენტის ჩანაფიქრი განხორციელდეს. თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც დანა უაითს სურს, დიდი ალბათობით, სახეში სილის გარტყმა გახდება საბრძოლო სპორტი, რომელშიც […]
ილია თოფურიასა და ბრაის მიტჩელის ბრძოლა არ შედგება
აღნიშნულ ინფომრაციას თავად ამერიკელი მებრძოლი ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ილია თოფურია ბრძოლას არ დათანხმდა. მიზეზი უარისა, მიტჩელის თქმით, წონის ვერ დაკლებაა. საინტერესოა ამერიკელის ეს განცხადება, რადგან ილიამ ცოტა ხნის წინ პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ მზადაა მოკვდეს წონის ჩაბარებისას. ოფიციალურად დაზუსტებული არ ყოფილა, თუმცა, 2022 წლის 5 ნოემბერს, UFC Vegas 64-ზე ილია თოფურიასა და ბრაის […]
UFC საკუთარ მებრძოლებს შეზღუდვებს უწესებს
UFC-ის მებრძოლებს და მათ გუნდებს, UFC-ის სპორტსმენების ქცევის კოდექსის თანახმად, ბრძოლებზე ფსონების განთავსების უფლება აღარ ექნებათ. სპორტსმენებსა და მათ მენეჯერებს, ცვლილების შესახებ, თავად UFC-ის ბიზნესის განყოფილების მთავარმა დირექტორმა ჰანტერ კემპბელმა შეატყობინა. ცნობილი გამოცემა MMAJUNKIE აღნიშნული ელექტრონული ფოსტის ასლს ავრცელებს: აღნიშნული ცვლილებები წესებში არ ნიშნავს, რომ სპორტსმენებს ეკრძალებათ სპონსორული ურთიერთობა აზარტულ კომპანიებთან. „სპორტსმენებს ეკრძალებათ ფსონების დადება […]
ილია თოფურიას მომავალი მეტოქე დაუმარცხებელი ამერიკელი იქნება
დიდი ალბათობით, 2022 წლის 5 ნოემბერს, UFC Vegas 64-ზე ილია თოფურიას მეტოქე ამერიკელი ბრაის მიტჩელი იქნება. ამერიკელი მებრძოლი თავდაპირველად მოვსარ ევლოევს უნდა შეხვედროდა, თუმცა, ინგუში დაპირისპირებას ტრავმის გამო ჩაეხსნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიტჩელის მეტოქე დაუმარცხებელი “ელ მატადორი” ილია თოფურია იქნება. თოფურია ამერიკელს ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს იწვევდა. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ორივე მებრძოლი საკმაოდ გააქტიურდა […]
ხაბიბი: “ისლამი ფრთხილად უნდა იყოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩარლზს მარტივად დაამარცხებს”
ხაბიბ ნურმაგომედოვი ფიქრობს, რომ ისლამ მახაჩევი ჩარლზ ოლივეირას მარტივად გაუმკლავდება. მოულოდნელი არ არის, რომ ისლამის კუთხეში მისი მენტორი და ბიძაშვილი ხაბიბ ნურმაგომედოვი იქნება. ყოფილმა მებრძოლმა მას ჩემპიონობა უწინასწარმეტყველა. მიუხედავად იმისა, რომ ოლივეირამ ბოლო ბრძოლებში ისეთი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც მაიკლ ჩენდლერი, დასტინ პორიე და ჯასტინ გეიჯი არიან, ხაბიბი მაინც თვლის, რომ მახაჩევი მარტივად გაიმარჯვებს. გარდა ამისა, […]
წლის ბოლოს UFC-ში საინტერესო ბრძოლები გველის
პადი პიმბლეტმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარებას აპირებს. მისი შეხვედრა 10 დეკემბერს არის ჩანიშნული. “ვგეგმავ, რომ 10 დეკემბერს UFC 282-ზე ვიბრძოლო. ახლა მხოლოდ მეტოქის პრობლემაა მოსაგვარებელი. ამჟამად არავინაა ისეთი ვისაც ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა სურს. ბევრი ამბობდა, რომ ჩემთან ოქტაგონზე გაარკვევდა საქმეს, თუმცა, რეალურად არავინ მოქმედებს. კონტრაქტი მზადაა მოაწერეთ ხელი თუ ასეთი თავდაჯერებულები […]
ფიგიერედო VS მორენო 4 | დაპირისპირება UFC 283-ზე შედგება
2023 წლის 21 იანვარს რიოში ნაცნობი დაპირისპირება შედგება. ბრენდონ მორენო საჩემპიონო ქამრის მფლობელს დეივსონ ფიგიერედოს უკვე მეოთხედ შეხვდება. აღნიშნული ორთაბრძოლის შესახებ ჭორები ვრცელდებოდა, თუმცა, ეს ყველაფერი ოფიციალური მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც ფიგიერედომ საკუთარ სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მებრძოლები ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან. მათი პირველი ბრძოლა UFC 256-ზე, 2020 წლის დეკემბერში, მსაჯების გადაწყვეტილებით ფრედ […]