2018 წლის ოქტომბერში, მაკგრეგორმა UFC-ის კარიერაში მე-2 ბრძოლა წააგო. შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი სპორტსმენი ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხდა. კონორმა აღნიშნული წარუმატებლობის მთავარი მიზეზი დაასახელა. “ნურმაგომედოვთან შეხვედრამდე 3 კვირით ადრე, ერთ-ერთი აქტივობისას ფეხი მოვიტეხე, თუმცა ოქტაგონზე მაინც გავედი. საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლით, ჩატარებული გაკვეთილით, მიღებული გამოცდილებითა და მომზადების ხარისხით კმაყოფილი ვარ,” – დაწერა მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში.