ისტორიაში პირველად – ქართველი მებრძოლი UFC-ის TOP 10-შია
გასული კვირა UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის წარმატებული გამოდგა – ერთ დღეში ჯერ მერაბ დვალიშვილმა კოდი სტამანი დაამარცხა, შემდეგ კი, გიგა ჭიკაძემ კაბ სვანსონს მოუგო. მორიგი ღონისძიების შემდეგ, UFC-ის ოფიციალურ საიტზე დღეს განახლებული რეიტინგები გამოქვეყნდა. გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის მე-10 პოზიციაზე გადავიდა და ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც ისტორიის მანძილზე TOP 10-ში შესვლა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ […]
დენიელ კორმიემ გულშემატკივრებს ხაბიბის შესახებ ახალი ინფორმაცია გაანდო
მას შემდეგ, რაც ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC დატოვა, ყოფილ მებრძოლს ბევრჯერ დაუსვეს შეკითხვა დაბრუნდებოდა თუ არა კვლავ ოქტაგონზე. 33 წლის ჩემპიონმა დაარწმუნა გულშემატკივრებიც და ჟურნალისტებიც, რომ ის შეასრულებს დედისთვის მიცემულ პირობას და აღარ იბრძოლებს. UFC-ის ფანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ხაბიბი მაინც დაბრუნდება. მათი აზრით, თუ მახაჩევი ოლივეირასთან დამარცხდება, ნურმაგომედოვი ბრაზილიელზე შურს იძიებს და ოქტაგონზე შეებრძოლება. […]
ბო ნიკალის დებიუტი UFC-ში დეკემბერში შედგება
ბო ნიკალის UFC-ის დებიუტი წლის ბოლოს შედგება. ის 12 დეკემბერს UFC 282-ზე გამოცდილ ვეტერანს ჯეიმი პიკეტს შეხვდება. ნიკალი MMA-ს ხუთი მებრძოლიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც DWCS მე-6 სეზონის ბოლო ეპიზოდზე კონტრაქტი გააფორმა. ის არა მხოლოდ წარმოუდგენლად ნიჭიერი მოჭიდავეა, ძალიან საზრიანიც გამოდგა, რაზეც მისი განცხადება მოწმობს ჩიმაევისა და ლოგან პოლის შესახებ. “თუ UFC-ს თანახმაა, მომეცით ეს შვედი […]
რომან დოლიძის გამარჯვება ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ | VIDEO
UFC Orlando-ზე ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით, ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლაში რომანის მოწინააღმდეგე ფავორიტად ითვლებოდა. თავდაპირველად ჰერმანსონის მეტოქე დერეკ ბრანსონი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლას ჩაეხსნა. ნორვეგიელი მებრძოლი საშუალო წონის მერვე ნომერია და მისი დამარცხებით რომანი რეიტინგში საგრძნობლად წაიწევს. 2023 წელს უნდა ველოდოთ, რომ ქართველ მებრძოლს უკეთესი მოწინააღმდეგეები […]
საუკეთესო მებრძოლთა სიაში ვოლკანოვსკი ისევ პირველ ადგილზეა
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში გამართულ UFC 284-ზე მახაჩევმა ვოლკანოვსკი დაამარცხა, ეს უკანასკნელი მაინც რჩება საუკეთესო მებრძოლთა პირველ ნომრად. აღნიშნული დაპირისპირებისას სასწორზე მხოლოდ მსუბუქი წონის ქამარი არ იდო, საქმე ეხებოდა საუკეთესო მებრძოლის ტიტულსაც. როგორც ზემოთ ვახსენე, მარცხის მიუხედავად ალექს ვოლკანოვსკი კვლავ UFC-ის საუკეთესო მებრძოლად რჩება. როგორც ჩანს მახაჩევმა იმ ხალხის სიმპათია ვერ დაიმსახურა, ვინც ხმის მიღებაში […]
პერეირასთან ბრძოლამდე ადესანიამ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო | VIDEO
მაიამიში გამართული UFC 287 საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. გარდა იმისა, რომ მაყურებელმა ხორხე მასვიდალი ოქტაგონზე ბოლოჯერ იხილა, გულშემატკივარი UFC-ში ალექს პერეირას პირველ მარცხსაც შეესწრო. ბრაზილიელი მებრძოლი ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ დამარცხდა და “იზიმ” საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადება არასდროს არის ადვილი, თუმცა, ადესანიასთვის ეს გზა უფრო რთული აღმოჩნდა. ნიგერიელმა ჩემპიონმა საკუთარ YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამხელს, […]
მაკგრეგორმა მთავარი მიზეზი დაასახელა, რის გამოც ნურმაგომედოვთან წააგო
2018 წლის ოქტომბერში, მაკგრეგორმა UFC-ის კარიერაში მე-2 ბრძოლა წააგო. შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი სპორტსმენი ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხდა. კონორმა აღნიშნული წარუმატებლობის მთავარი მიზეზი დაასახელა. “ნურმაგომედოვთან შეხვედრამდე 3 კვირით ადრე, ერთ-ერთი აქტივობისას ფეხი მოვიტეხე, თუმცა ოქტაგონზე მაინც გავედი. საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლით, ჩატარებული გაკვეთილით, მიღებული გამოცდილებითა და მომზადების ხარისხით კმაყოფილი ვარ,” – დაწერა მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში.
Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
მაშინ როცა კორონავირუსის პადემიამ მსოფლიო მოიცვა და ყველა მასშტაბური სპორტული ღონისძიება გაუქმდა და გადაიდო, ესპანურმა გამოცემა Marca-მ გულშემატკივარს თავი საინტერესო გამოკითხვით შეაქცევინა. ქომაგებმა სპორტის ნებისმიერ სახეობაში, 18-დან 35 წლამდე საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს. 18 წლის 1. უსმან გარბუა (კალათბურთი) – 43% 2. რეინეირი (ფეხბურთი) – 21% 3. იანიკ სინერი (ჩოგბურთი) – 18% 3. ლი კან-ინი (ფეხბურთი) […]
UFC-ის ქართველი მებრძოლის მიერ შესრულებული “ჩიტო-გვრიტო” ვარჯიშის შემდეგ (ვიდეო)
ილია თოფურია ჟორდენთან ბრძოლას მოეხსნა
ახლახანს ცნობლი გახდა, რომ ილია თოფურიას UFC 270-ზე ვერ ვიხილავთ. ქართველი მებრძოლი შარლ ჟორდენთან ორთაბრძოლიდან ჩაეხსნა. ესპანური მედიის ინფორმაციის თანახმად, ილიას წონის კლებისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც ის კანადელ მეტოქეს ვეღარ დაუპირისპირდება. ილია თოფურიამ გადაწყვეტილება UFC-ის ექიმების მოთხოვნის შედეგად მიიღო. როგორც 25 წლის ქართველი მანამდე ამბობდა, აღნიშნული პრობლემა მას ადრეც აწუხებდა. შეგახსენებთ, რომ ილიას […]
ქართველმა მებრძოლმა ამირან გოგოლაძემ 24 აგვისტოს Dana White’s Contender Series-ის ეგიდით ბრძოლა გამართვა, სადაც ამერიკელ დარიუს ფლაუერსს დაუპირისპირდა. აღნიშნული შეხვედრა ამირანმა ხელის ამოვარდნის გამო ვერ გააგრძელა და შესაბამისად დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტრავმა მეტოქის მოქმედებით არ წოფილა გამოწვეული. ამ დასანანი მარცხის შემდეგ “სნაიპერმა” სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გამოქავეყნა. ამირანს მომზადების პერიოდში ქართველი მებრძოლები ზვიად ლაზიშვილი […]
აბუბაქარისა და ჩიმაევის დაპირისპირება | მებრძოლები მალევე შერიგდნენ | VIDEO
UFC 280-ზე ჩარლზ ოლივეირასა და ისმალ მახაჩევის ბრძოლის დასრულების შემდეგ, ერთმანეთს ხამზატ ჩიმაევი და აბუბაქარ ნურმაგომედოვი ხელით შეეხნენ. მათი დაპირისპირება 2021 წელს დაიწყო, როდესაც ხამზატმა აბუბაქარის ბიძაშვილის, ხაბიბ ნურმაგომედოვის, მიმართ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. მისი გამოქვეყნების შემდეგ, აბუბაქარმა ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ჩიმაევი ფრთხილად უნდა ყოფილიყო, როცა მისი ბიძაშვილის სახელს ახსენებდა. სწორედ ამ […]