ჯონ ჯონსი საუკეთესო მებრძოლთა სიაში პირველ ადგილზე დაბრუნდა
ლეგენდარული მებრძოლი ჯონ ჯონსი სამწლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს დაუბრუნდა და სირილ განს დაუპირისპირდა. აღსანიშნავის, რომ ამერიკელმა მებრძოლმა წონა შეიცვალა და განთან დაპირისპირება მძიმეწონაში შედგა. ჯონმა მისი მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარს კიდევ ერთხელ დაეუფლა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ჯონ ჯონსი UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა სიაში პირველ ადგილზე დაბრუნდა. ამ დრომდე აღნიშნულ პოზიციას ავსტრალიელი ალექს […]
მერაბ დვალიშვილის რეაქცია ჯონ ჯონსის გამარჯვებაზე | VIDEO
შესაძლოა სეულში ილია თოფურიასა და კორეელი ზომბის დაპირისპირება ვიხილოთ
MMA UNCENSORED-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ერთმანეთს ილია თოფურია და ჩანგ სუნგ იუნგი იგივე “კორეელი ზომბი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ორთაბრძოლა საღამოს მთავარი დაპირისპირება იქნება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შეხვედრა 29 აპრილს, სამხრეთ კორეის დედაქალაქში – სეულში გაიმართება. საინტერესოა, რომ ილიამ WEBPOSITER-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მის მომავალ ბრძოლაზე მოლაპარაკებები […]
“მან არ იცოდა მსახიობი, რომ ვიყავი” – ცნობილი კომიკოსი დვალიშვილთან სპარინგს იხსენებს
ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი კევინ ჯეიმსი მერაბ დვალიშვილთან სპარინგს იხსენებს. კევინის თქმით, მერაბმა ის ვერ იცნო და კარგადაც “დაამუშავა.” მსახიობი უკვე წლებია საბრძოლო ხელოვნებების დიდი მოყვარულია და არაპროფესიონალურ დონეზე MMA-თიც კი იყო დაკავებული. UFC-ის კომენტატორის ჯო როგანის თქმით, მას არაჩვეულებრივი დარტყმა აქვს. ჯეიმსმა სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მერაბ დვალიშვილთანაც კი ისპარინგა, […]
ალჯამეინ სტერლინგი: “მერაბი 12 მარტისთვის მზად არის, ამას მსოფლიო ნახავს”
მერაბ დვალიშვილი UFC-ში არსპარეზობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს. ქართველი პიოტრ იანს დაუპირისპირდება, რომელიც დივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია. შეხვედრისთვის მზადების პერიოდმა აქტიურ ფაზაში გადაინაცვალა. “მანქანა” ტრადიციულად ალჯამეინ სტერლიგნთან ერთად ვარჯიშობს და შეკრებას ლას ვეგასში მასთან ერთად გადის. დვალიშვილის ახლო მეგობარი და მსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი თვლის, რომ მერაბი ამ ბრძოლას კარგ ფორმაში ხვდება. “ვცდილობდი […]
ილია თოფურია: “ცხოვრებაში ბევრჯერ დავმარცხდი, მაგრამ მალე ნომერ პირველი ვიქნები”
ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ესპანურ პოდკასტს სტუმრობდა. WEBPOSITER-ში ილია რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის მის განვლილ ცხოვრებასაც. როგორც მოგეხსენებათ, ილია უკვე დიდი ხანია საქართველოში არ ცხოვრობს და ესპანეთში გადასვლამდე გარკვეული პერიოდი გერმანიაშიც გაატარა. “ელ მატადორმა” იმ რთულ წლებზეც ისაუბრა, რომელიც მან ოჯახთან ერთად გამოიარა. “გერმანიაში ცხოვრებისას მამა სულ ცდილობდა ჩვენთვის სპორტული სამყარო გაეცნო. საქართველოში დაბრუნებამდე […]
ისლამ მახაჩევი: “სამართლიანობას არც კი ველოდი”
როგორც ისლამ მახაჩევი ამბობს, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ საუკეთესო მებრძოლთა სიაში არ დააწინაურეს. ისლამმა გასულ კვირას ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა, რომელიც საუკეთესო მებრძოლთა სიაში პირველი ნომერია. გამარჯვების მიუხედავად, მახაჩევი მაინც მეორე ნომრად დარჩა. “სამართლიანობას არც კი ველოდი. ეს ჩვენი სხვა მებრძოლების: ანკალაევისა და იანის მაგალითზეც გამოჩნდა. 13, 000 კილომეტრი ვიფრინე და მათი ჩემპიონი დავამარცხე. მთავარი […]
ისლამ მახაჩევს 2 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
Sportskeeda-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისლამ მახაჩევს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. აღნიშნული გამოცემის თანახმად, კავკასიელი მებრძოლი აკრძალული ნივთიერების მიღებისთვის დაისჯება. არსებობს ეჭვი, რომ მახაჩევმა ვოლკანოვსკისთან ბრძოლის წინ დოპინგის დასამალად აკრძალული ნივთიერება გამოიყენა. თუ ეს ბრალდება დამტკიცდება შესაძლოა მახაჩევმა 2 წლით UFC-ში ვეღარ იბრძოლოს. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს ისლამმა ვოლკანოვსკი დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულიც შეინარჩუნა.
საუკეთესო მებრძოლთა სიაში ვოლკანოვსკი ისევ პირველ ადგილზეა
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში გამართულ UFC 284-ზე მახაჩევმა ვოლკანოვსკი დაამარცხა, ეს უკანასკნელი მაინც რჩება საუკეთესო მებრძოლთა პირველ ნომრად. აღნიშნული დაპირისპირებისას სასწორზე მხოლოდ მსუბუქი წონის ქამარი არ იდო, საქმე ეხებოდა საუკეთესო მებრძოლის ტიტულსაც. როგორც ზემოთ ვახსენე, მარცხის მიუხედავად ალექს ვოლკანოვსკი კვლავ UFC-ის საუკეთესო მებრძოლად რჩება. როგორც ჩანს მახაჩევმა იმ ხალხის სიმპათია ვერ დაიმსახურა, ვინც ხმის მიღებაში […]
“შენ სად ხარ?” – ილია თოფურია ბრაიან ორტეგას პოსტს გამოეხმაურა
UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სოციალური ქსელის საშუალებით ვარჯიშის ვიდეოებს აქტიურად ავრცელებს. “ელ მატადორს” ჯერჯერობით ბრძოლა არ აქვს ჩანიშნული და მეტოქის ძიებაშია. ილია სოციალური ქსელის საშუალებით ბრაიან ორტეგას პოსტს გამოეხმაურა. ამერიკელმა მებრძოლმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით ხაბიბს მიმართა: “ხაბიბ სად არის?” ამ ყველაფერს კი ილია ასე გამოეხმაურა: “შენ სად ხარ” შეგახსნებთ, რომ მისი ბოლო ბრძოლა […]
“ბრძოლის შემდეგ ხაბიბმა დამირეკა” – ისლამ მახაჩევი
ავსტრალიაში გამართული UFC 284-ის ღონისძიება საინტერესო ბრძოლით დაგვირგვინდა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონები ისლამ მახაჩევი და ალექს ვოლკანოვსკი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა, რამაც MMA-ს სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჯო როგანმა აღნიშნა, რომ გამარჯვება არა ისლამს, არამედ ალექსს ეკუთვნოდა. “ისლამ მახაჩევი ამ ბრძოლაში დამარცხდა. ჩემთვის ვოლკანოვსკიმ სამი რაუნდი მოიგო.” ამ აზრს არ იზიარებს თავად მახაჩევი, […]
“ემელიანენკო ჩემთვის საუკეთესო მებრძოლი არასდროს ყოფილა” – დანა უაითი
ფიოდორ ემელიანენკომ, ბევრის აზრით, MMA-ს ისტორიაში საუკეთესო მებრძოლმა, გუშინ კარიერა დაასრულა. რუს მებრძოლს სულ 48 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 40 შემთხვევაში ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა. მისი უკანასკნელი გამოსვლა ოქტაგონზე წარუმატებელი აღმოჩნდა. ემელიანენკომ რაიან ბადერთან ბრძოლა 35 წამში დათმო და MMA-დან მარცხით წავიდა. მის პენსიაზე გასვლას გამოეხმაურა UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის რუსი […]