“ფეხბურთს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ნიჭი, ამიტომაც თამაშობენ მას სამი წლიდან” – დანა უაითი
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ფეხბურთი სძულს და მის სათამაშოდ სპორტსმენებს ნიჭი არ სჭირდებათ. დანა უაითის მეთაურობით, UFC უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2022 წლის მონაცემებით, პრომოუშენის აქციის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია. გარდა სპორტული ინტერესებისა, UFC-მ მებრძოლები პოპ ვარსკვლავებადაც აქცია. გასაგებია, რომ ამხელა შრომის შემდეგ, მას MMA ძალიან უყვარს. თუმცა, მან ბევრი ადამიანისთვის […]
ალჯამეინ სტერლინგი: “მერაბი 12 მარტისთვის მზად არის, ამას მსოფლიო ნახავს”
მერაბ დვალიშვილი UFC-ში არსპარეზობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს. ქართველი პიოტრ იანს დაუპირისპირდება, რომელიც დივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია. შეხვედრისთვის მზადების პერიოდმა აქტიურ ფაზაში გადაინაცვალა. “მანქანა” ტრადიციულად ალჯამეინ სტერლიგნთან ერთად ვარჯიშობს და შეკრებას ლას ვეგასში მასთან ერთად გადის. დვალიშვილის ახლო მეგობარი და მსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი თვლის, რომ მერაბი ამ ბრძოლას კარგ ფორმაში ხვდება. “ვცდილობდი […]
გურამ ქუთათელაძის მომავალი მეტოქე ჯეიმი მალარკი იქნება
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურამ ქუთათელაძის მომავალი მეტოქე ავსტრალიელი მებრძოლი ჯეიმი მალარკი იქნება. მათი დაიპირსპირება UFC Vegas 74-ზე გაიმართება, რომელიც 4 ივნისს არის ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ Frontkiсk.online-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურამის მეტოქე ჯონ მაკდესი უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი შეიცვალა. მალარკის UFC-ში უკვე 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული საიდანაც 4 მოიგო. ავსტრალიელმა […]
ნურმაგომედოვის შემდეგი ბრძოლის თარიღი და მეტოქე ცნობილია
ოფიციალურად დადასტურდა, რომ 11-თვიანი პაუზის შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონს დაუბრუნდება. რუსი სპორტსმენი 7 სექტემბერს, ჩემპიონის, დასტინ პოირერის წინააღმდეგ იბრძოლებს. It’s signed! (C) @TeamKhabib vs (IC) @DustinPoirier is official for #UFC242! Get your tickets & join us #InAbuDhabi ➡️ https://t.co/d7ivYbEf6S ⬅️ pic.twitter.com/zEhhFtnaUP — UFC (@ufc) June 4, 2019 როგორც მოგეხსენებათ, ხაბიბს 9-თვიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ნურმაგომედოვი ოქტომბერს, […]
დანა უაითის ქონება და წლიური შემოსავალი და ტყუილად შეძენილი კუნძული
რამდენიმე წლის წლის დანა უაითს ერთ-ერთი კაზინოს აღმასრულებელი დირექტორი, ლორენცო ფერტიტა დაუკავშირდა, რომელმაც UFC 4 მილიარდ დოლარად შეიძინა და მას პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობა სთხოვა, მას შემდეგ რაც დანა უაითი UFC-ის პრეზიდენტია მისი ქონება საგრძნობლად გაიზარდა. უცხოური მედიაგამოცემა SportBible წერს, რომ ამერიკელი UFC-ის ერთ-ერთი მთავარი სახეა, რაც პირდაპირპროპორციულია როგორც UFC-ის ასევე MMA-ის პოპულარიზაციის ზრდაში მისი უდიდესი […]
ტონი ფერგიუსონი დამარცხებულია – ბრაზილიელის ბრწყინვალე გამარჯვება (ვიდეო)
კონორ მაკგრეგორს 200 ათას დოლარად შეფასებული ბენტლი ჩამოართვეს
კონორ მაკგრეგორს კანონთან პრობლემა კიდევ ერთხელ შეექმნა – UFC-ის ვარსკვლავი ირლანდიაში მაშინ დააკავეს, როდესაც ავტომობილს სახიფათოდ მართავდა. მაკგრეგორმა კანონი 200 ათასი ევროს ღირებულების Bentley Continental GT-ით გადაადგილებისას დაარღვია. როგორც ცნობილია, სპორტსმენს პოლიციამ მანქანა ჩამოართვა. The Bentley at the “Bentley” @blackforgeinn pic.twitter.com/bJt9KW0Fu2 — Conor McGregor (@TheNotoriousMMA) October 22, 2021 “სახიფათოდ მართვის” ბრალდებით კონორს, შესაძლოა, 5000 დოლარის […]
ჯო როგანმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააკრიტიკა
ჯო როგანმა, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რუსეთში ბრიტნი გრინერის პატიმრობის პოზიციის გამო გააკრიტიკა. UFC-ის კომენტატორი ჰარისს აკრიტიკებს, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ გრინერი ციხეში უსამართლოდ ზის. ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს ამ ბრალდებით და ამის ფონზე, ჯო როგანი ფიქრობს, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია თვალთმაქცურია. განაჩენის გამოტანის შემდეგ, ქალბატონმა ჰარისმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა: „დღევანდელი განაჩენით, რუსეთი […]
“შაბათს მას დავანგრევ. თქვენ იცით, რასაც ვგულისხმობ” – ფილ ჰოუსი
გუშინ UFC Vegas 63-ის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მებრძოლებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ამ ღონისძიებაზე ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამერიკელ მებრძოლს ფილ ჰოუსს დაუპირისპირდება. კარიერის დასაწყისში გულშემატკივრები და MMA-ის ექსპერტები ჰოუსს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და საკმაოდ პერსპექტიულ სპორტსმენადაც თვლიდნენ. ამერიკელი მებრძოლი იმედოვნებს, რომ მისი კარიერით ახალგაზრდებს შთააგონებს და მათ დიდ მოტივაციას მისცემს. UFC-ში მისი […]
ახალი წლის წვეულებაზე დანა უაითმა მეუღლეს ფიზიკური ზიანი მიაყენა | VIDEO
UFC-ის პრეზიდენტი და ენ უაითი, რომლებიც 26 წელია დაქორწინებულნი არიან, ახალ წელს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდნენ, მაგრამ წვეულებაზე ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც წყვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ ცოლ-ქმარს შორის აშკარა უთანხმოებაა, რომელიც ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ორივენი საკმაოდ ნასვამები იყვნენ და იქვე აღნიშნეს, რომ დაპირისპირება მალევე განიმუხტა. TMZ […]
“წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი, ოქტაგონზე გამოვალ და ჩემს საქმეს გავაკეთებ” – რომან დოლიძე
შაბათს UFC 386 გველოდება, სადაც ქართველი მებრძოლი რომან დოლიძეც იასპარეზებს. რომანის მეტოქე საკმაოდ ძლიერი მარვინ ვეტორი იქნება, რომელიც საშუალო წონაში მე-4 ადგილზე იმყოფება. ბრძოლების წინ, ტრადიციულად, პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მებრძოლებმა მომავალ შეხვედრებზე ისაუბრეს. აღნიშნულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა რომანმაც: “UFC-ის ყოველთვის წინაზე უკეთეს მოწინააღმდეგეებს ვთხოვდი და მადლიერი ვარ, რომ ჩემს თხოვნებს ითვალისწინებენ. არ მეგონა, რომ მარვინთან […]
“ბრძოლას ვიზის პრობლემების გამო ჩავეხსენი” – გურამ ქუთათელაძე
როგორც უკვე მოგეხსენებათ, გურამ ქუთათელაძე მალარკისთან ბრძოლას ჩაეხსნა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ქართველი ვიკინგი” ოქტაგონზე ტრავმის გამო არ გამოვიდა, თუმცა, ეს სიცრუე აღმოჩნდა. როგორც თავად გურამი ამბობს პრობლემები ვიზის გამო შეექმნა. “ბრძოლას ტრავმის გამო არ ჩავხსნილვარ, ეს ვიზის პრობლემების გამო მოხდა. ნებისმიერთან საბრძოლველად მზად ვარ. ახალი ბრძოლის თარიღზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ. […]