საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, უგო ლორისმა, სანაკრებო კარიერა დაასრულა. 36 წლის მეკარე ,,ლურჯების” ღირსებას 2008 წლიდან იცავდა და ეროვნულ გუნდში სულ 145 მატჩი (ყველაზე მეტი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში) აქვს ჩატარებული. ,,ყოველთვის ვამბობდი, რომ საფრანგეთის ნაკრები ერთ ადამიანს არ ეკუთვნის. მირჩევნია, წავიდე მწვერვალზე ყოფნისას, ვიდრე ტემპის დაგდებას დაველოდო. ასევე, არის ოჯახიც, ვგრძნობ, რომ მეუღლესთან და შვილებთან […]