“კრისტალ პალასის” ლიდერმა, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა უილფრედ ზაჰამ ჩინეთის დივიზიონიდან ზღაპრული შეთავაზება მიიღო. შეთავაზების თანახმად ფეხბურთელი 44 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. უფრო კონკრეტულად კი თუ ზაჰა შემოთავაზებას დათანხმდება ის 11 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს წელიწადში. კონტრაქტში აღნიშნულია, რომ 26 წლის ფეხბურთელს აქვს შანსი, რომ ბონუსებით წელიწადში 2.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავოს დამატებით. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში “კრისტალ […]