ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში უიმბლდონის 1/4-ფინალშია
ოქსანა კალაშნიკოვა, უიმბლდონის წყვილთა თანრიგში, ბელარუს ჩოგბურთელ – ირინა შიმანოვიჩთან ერთად, 1/4-ფინალში გავიდა. ქართულ-ბელარუსულმა წყვილმა 1/8-ფინალში ბელარუს-ბრაზილიურ წყვილს 2 სეტში: 4:6 6:7 (8:10 ტაიბრეიკში) აჯობა. ოქსანა კალაშნიკოვა და ირინა შიმანოვიჩი, უიმბლდონის 1/4-ფინალში დოულჰიდისა (აშშ) და ჟანგის (ჩინეთი) წყვილს დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.
პირველად კარიერაში – მარკეტა ვონდროუშოვამ უიმბლდონი მოიგო
ქალთა შორის უიმბლდონის გამარჯვებული მსოფლიოს 42-ე ჩოგანი, მარკეტა ვონდროუშოვა გახდა, რომელმაც ფინალში ონს ჟაბური (6) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ვონდროუშოვამ უიმბლდონის მოგებით 2 350 000 ფუნტი და 2 000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ჟაბური კი 1 300 ქულასა და 1 175 000 ფუნტს დასჯერდა. უიმბლდონის ბოლო […]