მარსელომ შესაძლოა რეალი დატოვოს – ბრაზილიელს საფრანგეთში იწვევენ
მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა, მარსელომ შესაძლოა, კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. როგორც AS-ი იუწყება, 32 წლის ბრაზილიელის მიმართ ინტერესი “მონაკომ” გამოხატა. მონეგასკები მზად არიან “ბლანკოსების” ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, სეზონში 6 მილიონ ევროიანი ხელფასით. ასეთი შემოსავალი “სევილიას” ყოფილი და “მონაკოს” ამჟამინდელი თავდამსხმელის უისამ ბენ იედერის ანაზღაურების ტოლფასია. ამჟამად ბრაზილიელი “სამეფო კლუბში” წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ევროს […]
მესი, რონალდუ და სხვები: ყველაზე ძვირადღირებული 30 წელზე მეტი ასაკის ფეხბურთელები
ლიონელ მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და დიდი ალბათობით, მშობლიურ კლუბს დატოვებს. “ბარსელონას” კაპიტნის დამატების მთავარი პრეტენდენტები “მანჩესტერ სიტი” და “პსჟ” არიან. კონტრაქტის ამოწურვის პირასაა მისი მეგობარი და თანამემამულე სერხიო აგუეროც, რომელიც შესაძლოა, ზაფხულში, “ქალაქელებს” დაემშვიდობოს. იქამდე, ვიდრე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდება, შეგვიძლია გადავხედოთ იმ გამოცდილ ვარსკვლავთა სიას, რომლებიც უკვე 30 წლის ასაკს გადასცდნენ და […]