ული ჰიონესი: “ეს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთს მხოლოდ დააზარალებს…”
მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა – ული ჰიონესმა, 2022 წლის მუნდიალზე ისაუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთისთვის კატასტროფაა. “2022 წლის მუნდიალი ვერაფრით ვერ იქნება წარმატებული, ეს უკვე ნათელია და ის აუცილებლად დააზარალებს მთლიანად ფეხბურთს. “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი არ უნდა ჩაატარო ისეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთისადმი […]
ჯამალ მუსიალა ბაიერნის ახალი რეკორდსმენია!
გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, “ბაიერნისა” და “ვოლფსბურგის” დაპირისპირება შედგა. მატჩი “რეკორდმაისტერის” გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “ვოლფსბურგის” კარში გატანილი პირველი გოლის ავტორი ჯამალ მუსიალა გახდა, რომელმაც “ბაიერნის” რეკორდი დაამყარა. 33-ე წუთზე, “ვოლფსბურგის” კარში გატანილი ეფექტური გოლის შედეგად, მუსიალა “რეკორდმაისტერის” ისტორიაში შევიდა – ახალგაზრდულ ასაკში გატანილი გოლებით, იგი “ბაიერნის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა! ბუნდესლიგაში […]
ჰიონესი: ,,ბარსელონას 1.3-მილიარდიანი ვალი აქვს და ლევანდოვსკისთვის მრავალმილიონიან შეთავაზებას ამზადებს”
მიუნხენის ,,ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა: ,,წერენ, რომ ბარსელონას რობერტ ლევანდოვსკი სურს. ნახევარი წლის წინ მათ ვალი 1.3 მილიარდი ჰქონდათ. გერმანიაში ამ გუნდს უკვე დიდი ხანია გაკოტრებულად გამოაცხადებდნენ. 1.3-მილიარდიანი ვალი, გაკოტრება კარზეა და მრავალმილიონიან შეთავაზებას ამზადებთ ბაიერნის ფეხბურთელისთვის… მაშინ, თქვენ, ჟურნალისტებმა, მათ აუცილებლად უნდა ჰკითხოთ: ,,ნამდვილად გაქვთ ამის შესაძლებლობა?” […]
ბაიერნი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდა
მიუნხენის “ბაიერნის” მესვეურები გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი მანუელ ნოიერის გარშემო განვითარებული მოვლენები გახდა. რამდენიმე დღის წინ, გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების ძირითად მეკარედ აღარ განიხილება და მის ადგილს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიკავებს. “რეკორდმაისტერის” პრეზიდენტის, ული ჰიონესის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მანუელ ნოიერი ნაკრებში პირველობას დაკარგავს, “ბაიერნი” საკუთარ ფეხბურთელებს გერმანიის ნაკრებში […]
ჰიონესი ბოატენგს ბაიერნის დატოვებისკენ მოუწოდებს
ული ჰიონესი ჯერომ ბოატენგს “ბაიერნის” დატოვებისკენ მოუწოდებს. 30 წლის უკანახაზელი “რეკორდმაისტერის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. “ბაიერნის” შემადგენლობაში, ბოატენგი შვიდჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, ერთხელ კი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი. “კლუბის დატოვებას ვურჩევ. ვფიქრობ, რომ მას ახალი გამოწვევა სჭირდება. როგორც მეგობარი, ვურჩევ “ბაიერნი” დატოვოს. კარები რა თქმა უნდა არ დახურულა. მას “ბაიერნთან” კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ უმჯობესი იქნება […]
ბაიერნის პრეზიდენტმა ნიკო კოვაჩის შესახებ განცხადება გააკეთა
მიუნხენის „ბაიერნის“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობა სიახლე არავისთვისაა, გუნდს ასეთი წარუმატებელი სტარტი 2011/12 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია, შესაბამისად ამ ყველაფერს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და რისხვის უდიდესი ნაწილი ნიკო კოვაჩს ატყდება.