14 ივლისს, 19:00 საათზე, მე-7 ადგილისთვის ბრძოლაში, უმცროსი ბორჯღლოსნები ახალ ზელანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლადო კილასონიამ, პრინციპული მატჩის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა: “უელსთან შეხვედრის შემდეგ ცხელ გულზე ვთქვი, რომ მეტოქე ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა, მაგრამ როდესაც თამაში გავარჩიეთ დავინახე, რომ ასე ნამდვილად არ იყო. 2-3 შეცდომა დავუშვით, რის […]