უნაი ემერი ნიუკასლის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ლიდერობს
“არსენალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი – უნაი ემერი, გასულ წელს “ვილიარეალს” ევროპა ლიგის მოგებაში დაეხმარა. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ემერი “ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ლიდერობს. სტივ ბრიუსის გათავისუფლების შემდეგ, “ნიუკასლის” მესვეურები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან და რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. Sky Sports News-ის მტკიცებით, პრემიერ ლიგის კლუბის მესვეურებსა და ესპანელ სპეციალისტს შორის, გასული 48 […]
მწვრთნელები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს
გერმანულმა სტატისტიკურმა კომპანია Transfermarkt-მა, ფეხბურთის იმ მთავარი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა, რომელთაც 21-ე საუკუნეში სატრანსფერო საქმიანობაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს. 2021 წლის ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” რამდენიმე სუპერვარსკვლავი, თანაც მათი უმეტესობა უსასყიდლოდ გააფორმა, ისეთები, როგორებიც ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი, რაც როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსფერო […]
კანისარესი, კასილასი, ვალდესი, დე ხეა… მამარდაშვილი – ვინ არის ვალენსიას მეკარეების მწვრთნელი?
ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საამაყო ფაქტი ახალგაზრდა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წარმატებაა. 20 წლის ტალანტი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში “დინამო თბილისიდან” ესპანურ “ვალენსიაში” აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა. მართალია, “რუსთავსა” და “ლოკომოტივში” განათხოვრებული კიპერი “დინამო თბილისიდან” “ღამურების” რიგებში იჯარის წესით სარეზერვო გუნდის კარის დარაჯად გადაბარგდა და […]
ევროპა ლიგის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთის პირისპირ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ვილიარეალი” ასპარეზობდნენ. უნაი ემერის თქმით, ესპანურ გუნდთან ერთად მოგებულ ტიტულში, არსენალში მიღებული გამოცდილება დაეხმარა. დრამატული ფინალის პენალტების სერია, უჩვეულო ანგარიშით – 11:10 დასრულდა. ესპანელი სპეციალისტისთვის ევროპა ლიგის აღნიშნული ტიტული უნაი ემერისათვის რიგით მე-4 გახლდათ. საყურადღებოა, რომ ემერი “ვილიარეალს” 2020 წლის ივლისში შეუერთდა, მას შემდეგ რაც ინგლისური […]
არსენალმა მწვრთნელი 30-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დაითხოვა
ლონდონის “არსენალმა” 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ ბოლდი 30-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვა. ბოლდი 23 წლამდე ასაკის გუნდს 2019 წლის ივნისიდან, ანუ მას შემდეგ ხელმძღვანელობდა, რაც მთავარი გუნდის დროებით თავკაცს, ფრედი ლიუნგბერგს ეხმარებოდა. ვინ არის ბოლდი? ბოლდი “არსენალის” ყოფილი მცველია, რომელიც ლეგენდარული ოთხეულის შემადგენლობაში, ლი დიქსონთან, ტონი ადამსთან და ნაიჯელ ვინტერბერნთან ერთად არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით თამაშობდა. […]
უნაი ემერი ევროპა ლიგის რეკორდსმენი გახდა
ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ვილიარეალმა” საკუთარ მოედანზე – 2:1 მოუგო ზაგრების “დინამოს”. პირველ მატჩში ესპანელებმა – 1:0 იმარჯვეს, ამრიგად, “ყვითელი წყალქვეშა ნავი” უნაი ემერის ხელმძღვანელობით, ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, ხორვატულ გუნდზე – 3:1 გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა სპეციალისტმა, რომელსაც ეს ტურნირი განსაკუთრებით უყვარს და რომელმაც აქ ტრიუმფის მიღწევა ზედიზედ […]
დიეგო სიმეონე ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო მწვრთნელთა ათეული დაასახელა. მოკლე ნუსხაში პირველი ადგილი მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ დაიკავა, მეორე ადგილზე “მანჩესტერ სიტის” ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლა გავიდა, ხოლო სამეული “ლივერპულის” გერმანელმა მესაჭემ იურგენ კლოპმა შეავსო. საუკეთესო მწვრთნელთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. დიეგო სიმეონე 2. პეპ გვარდიოლა 3. იურგენ […]
არსენალმა გენდუზი გაუშვა – ფრანგი ბუნდესლიგაში ითამაშებს
მიმდინარე სეზონიდან, მატეო გენდუზი გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშებს: ლონდონის “არსენალმა” ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველი ბერლინის “ჰერტაში” გაანათხოვრა. 21 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი გახლავთ, რომლის განათხოვრებაც “მეთოფეთა” ხელმძღვანელებმა ამ სეზონში მას მერე გადაწყვიტეს, რაც მიკელ არტეტასთან ურთიერთობა გაუფუჭდა. გენდუზი გერმანიის დედაქალაქში 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. მის სატრანსფერო ღირებულებას Transfermarkt-ი 32 მილიონ ევროდ აფასებს. The one you’ve […]
ოფიციალურად: უნაი ემერი ლა ლიგას დაუბრუნდა
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “არსენალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი – უნაი ემერი, კვლავ ლა ლიგას დაუბრუნდა. წყაროს მტკიცებით, უნაი ემერიმ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და “ვილიარეალი” ჩაიბარა. ემერისთან მიღწეული შეთანხმება “ვილიარეალმა” ოფიციალურად დაადასტურა. 💛💛 Welcome @UnaiEmery_! 💛💛https://t.co/IkLXttcwVa pic.twitter.com/tUui5ChDCP — Villarreal CF English (@Eng_Villarreal) July 23, 2020 “სპარტაკის”, “სევილიას”, “პარი სენ-ჟერმენისა”, და “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტის […]
იმობილე: “ინძაგი ემერის და კლოპის უნარებს აერთიანებს”
“ლაციოს” ლიდერმა და ოქროს ბურთის მოგების მთავარმა კანდიდატმა ჩირო იმობილემ იმ გამორჩეული მწვრთნელების შესახებ ისაუბრა, რომელთანაც მას უმუშავია. “ესპანეთსა და იტალიაში ვარჯიშები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. უნაი ემერი დიდ ყურადღებას აქცევს ტაქტიკას. ის ხერხი, რომლითაც იგი მატჩებისთვის ემზადება, მე კონტეს მაგონებს. რაც შეეხება იურგენ კლოპს, ის რადიკალურად განსხვავებულია. მთელი ვარჯიშის განმავლობაში ფეხბურთელები არ ჩერდებიან და ცდილობენ […]
არსენალის ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია
როგორც მოგეხსენებათ, “არსენალმა” არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უნაი ემერი გაათავისუფლა. ესპანელი სპეციალისტი ლონდონელებს 18 თვის განმავლობაში წვრთნიდა. გასულ სეზონში უნაის “არსენალმა” პრემიერლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა. როგორც ცნობილია, ემერის “არსენალში” დროებით თავისი ასისტენტი, ფრედი ლიუნგბერგი შეცვლის. შვედი სპეციალისტი 1998-2007 წლებში სწორედ “მეთოფეების” ფეხბურთელი იყო, რა დროშიც პრემიერლიგა ორჯერ მოიგო. […]
ოფიციალურად: უნაი ემერი არსენალის მწვრთნელი აღარ არის!
უნაი ემერი “არსენალის” მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებმა ესპანელ სპეციალისტს ისტორიაში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დასაწყისი არ აპატია და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერლიგაში არასტაბილური გამოსვლის, მერვე ადგილზე ყოფნის და ბოლო 27 წელიწადში ყველაზე ცუდი სათამაშო ფორმის შემდეგ, “სევილიასა” და “პსჟ-ს” ყოფილი თავკაცის საქმეში ბოლო წვეთი ევროპის ლიგაში, ფრანკფურტის “აინტრახტთან” (1:2) მარცხი გამოდგა. 48 წლის […]