ბაიერნის მატჩის საყურებლად გულშემატკივარი ხეზე ავიდა
კორონავირუსის პანდემიის გამო, პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. 2 თვიანი შეზღუდვების შემდეგ, 16 მაისს გერმანიის ბუნდესლიგა განახლდა. ბუნდესლიგის განახლების მიუხედავად, მატჩებზე გულშემატკივართა დასწრება აკრძალულია. 17 მაისს, “უნიონ ბერლინი” “ბაიერნს” დაუპირისპირდა – ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი მატჩის ყურების ორიგინალური მეთოდი აირჩია. ახალგაზრდა მამაკაცი, 12-მეტრიან ხეზე ავიდა, რათა “ბაიერნის” თამაშისთვის ეყურება. სამწუხაროდ გულშემატკივრის “ბედნიერება” მხოლოდ რამდენიმე წუთით გაგრძელდა, […]
ბუნდესლიგა დორტმუნდი შალკეს დაპირისპირებით განახლდება
თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგა ბრუნდება. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუნდესლიგა 16 მაისს, “დორტმუნდი” “შალკეს” დაპირისპირებით განახლდება. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატჩები გულშემატკივრის გარეშე – ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება. “რურის დერბი”, რომელშიც “დორტმუნდი” “შალკეს” უმასპინძლებს 16 მაისს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება. პარალელურად გასამართ შეხვედრაში “ლაიფციგი” “ფრაიბურგის” დამარცხებას შეეცდება. მიუნხენის “ბაიერნი” კი […]