ცსკა ფინალში დაწინაურდა | შენგელიამ გუნდს 14 ქულა მოუტანა
რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია გადასული. VTB ლიგაში პლეიოფის საფინალო დაპირისპირება იმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ თორნიკე შენგელიას “ცსკა” და “უნიქსი” ასპარეზობენ. სერიის პირველი შეხვედრა ყაზანში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 77:85 დასრულდა, შესაბამისად “ცსკა” სერიაში დაწინაურდა. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 23:20 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულას, 3 შედეგიან გადაცემას, 2 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა […]
თორნიკე შენგელიას 18 ქულა და მორიგი გამორჩეული შეხვედრა რუსეთის ჩემპიონატში
VTB United League-ის მორიგ ტურში თორნიკე შენეგელიას “ცსკა” გასვლაზე “უნიქსს” დაუპირისპირდა და მასპინძელი გუნდი ანგარიშით 76:83 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 31:17 წუთი ითამაშა, რა დროშიც მის ანგარიშზე 18 ქულა და 12 მოხსნაა. 10 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ “ცსკა”-ს 8 […]
გიორგი შერმადინმა ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა და მატჩის MVP გახდა (ვიდეო)
Eurocup-ის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “უნიქსი” “უნიკახას” დაუპირისპირდა. მიმდინარე სეზონის ლიდერების დრამატული ბრძოლა უნიქსის გამარჯვებით, ანგარიშით 87:84 დასრულდა. ყაზანში გამართული მატჩი გიორგი შერმადინისათვის განსაკუთრებული გამოდგა. “უნიკახას” ქართველმა ცენტრმა ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა – თუმცა მისი გარჯის მიუხედავად ესპანელებმა დასანანი მარცხი იწვნიეს. გიორგი შერმადინმა 24:18 წუთი დაჰყო პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო […]