ლა ლიგის მე-20 ტურში ,,ჟირონამ” ,,ვალენსიას” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. წაგების მიუხედავად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა ,,ღამურების” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მეტოქის დარტყმა შვიდჯერ მოიგერია. ქართველი მეკარის თამაში ვებგვერდმა – Whoscored-მა, 7,9 ქულით შეფასა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. ასევე 7,9 ქულა დაუწერა მამარდაშვილს Sofascore-მა, თუმცა უფრო მაღალი შეფასება ,,ჟირონას” ნახევარმცველმა, ალეშ გარსიამ (8,3) მიიღო. […]