ლა ლიგის 29-ე ტურში ,,კადისმა” ,,ვალენსიას” უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. მატჩის 29-ე წუთზე ერთმანეთს სიტყვიერად ხუან კალა (კადისი) და მუქტარ დიახაბი (ვალენსია) დაუპირისპირდნენ. რამდენიმე წუთში დიახაბიმ თანაგუნდელებთან ერთად, პროტესტის ნიშნად, მოედანი დატოვა და შეხვედრა დროებით შეწყდა. აღნიშნულ ეპიზოდს ,,ვალენსიას” მცველი – ხოსე გაია გამოეხმაურა: ,,დიახაბიმ გვითხრა, რომ კალამ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. მოედანზე იმიტომ დავბრუნდით, […]