ლა ლიგის 26-ე ტურში ,,ვალენსიამ” ,,მალიორკას” სტუმრად 1:0 მოუგო. ,,ღამურების” ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მე-5 შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეოთხედ შეინახა. ქართველმა მეკარემ დღევანდელ მატჩში მეტოქის დარტყმა სამჯერ მოიგერია, პირველი ნახევრის მიწურულს კი ყვითელი ბარათი მიიღო. ვებგვერდმა SofaScore-მა მამარდაშვილის თამაში 7.4 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მე-6 შედეგია. ამავე საიტის […]