გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. “მეცის” 21 წლის ფორვარდმა ლიგა 2-ის მესამე ტურის მატჩში “ვალენსიენთან” – 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა, მოედანზე 88 წუთი გაატარა და საბოლოო ჯამში, Sofascore-ის ვერსიით, 7.9 შეფასება დაიმსახურა. ამ მხრივ, სათამაშო კვირის 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მიქაუტაძის შეფასება მესამე იყო. ლიგა […]
ვესტ ბრომვიჩის ყოფილმა ფეხბურთელმა 38 წლის ასაკში თავი მოიკლა
ვესტ ბრომვიჩის ყოფილმა ფეხბურთელმა, უილიამს მარტინესმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით 38 წლის სპორტსმენმა, რომელიც სამშობლოში, ურუგვაიში იყო დაბრუნებული და თავის კარიერას ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონის წარმომადგენელ “ვილა ტერესაში” აგრძელებდა, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ურუგვაელი ცენტრალური მცველის მიერ თვითმკვლელობის ჩადენის მიზეზი. View this post on Instagram A post shared by […]
ვლადიმირ ვაისმა გუნდში ქართველები მიიყვანა: კაშია და კანკავა ერთ გუნდში ითამაშებენ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია კარიერას ბრატისლავის “სლოვანში” გააგრძელებენ. ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა – გამოცდილი ქართველი ლეგიონერები ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილ გუნდში ითამაშებენ. 33 წლის ცენტრალური მცველი და 35 წლის ნახევარმცველი ბოლოს, შესაბამისად, თბილისის “ლოკომოტივსა” და ფრანგულ “ვალენსიენში” გამოდიოდნენ, ახლა კი სლოვაკეთის […]
ზედიზედ მეორედ: ჯაბა კანკავა თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა “ვალენსიენის” მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ლიგა 2-ის ბინადარი კლუბის ნახევარმცველმა ასეთი აღიარება უკვე ზედიზედ მეორედ დაიმსახურა – ის თებერვლის თვეშიც გამოარჩიეს. Notre milieu de terrain géorgien, joueur des mois de février et mars, a reçu ce matin les trophées des mains de notre partenaire @AuBureauStAmand ! pic.twitter.com/GSDjocYFd6 — Valenciennes […]
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
ფრანგულ მედიაში ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის კლუბები თავიანთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ნაკრებებში გამგზავრებაში ხელს არ შეუშლის. ამრიგად, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას “ვალენსიენი” ეროვნულ გუნდში გამომგზავრებაში ხელს არ შეუშლის. საქართველოს ნაკრები ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით სადებიუტო შეხვედრას 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. “ჯვაროსნები” მარტის თვეში კიდევ […]
კანკავა ვალენსიენის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
ჯაბა კანკავა “ვალენსიენის” თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 34 წლის ფეხბურთელი ფრანგული კლუბის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში გულშემატკივარმა გამოარჩია. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი “ვალენსიენში” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა. ჯაბამ თებერვალში გუნდის ექვსივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. Vous avez élu, à une grande majorité, notre milieu de terrain géorgien joueur du mois de février ! Merci […]
თვის საუკეთესო ფეხბურთელი – კანკავა ნომინანტებს შორის
ჯაბა კანკავა “ვალენსიენის” თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის. ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდის თანახმად, 34 წლის ნახევარმცველი 3 ნომინატს შორის მოხვდა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლიგა 2-ის კლუბში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა. ბოლოს ჯაბა “ტობოლში” თამაშობდა, ყაზახეთში გატარებული 3 სეზონის შემდეგ კი ის ევროპაში დაბრუნდა. კანკავა “ვალენსიენის” შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. გამოცდილმა საყრდენმა თებერვალში გუნდის […]
დებიუტი – კანკავამ ვალენსიენში პირველი მატჩი ჩაატარა
ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ჩატარა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი “ვალენსიენში” რამდენიმე დღის წინ გადავიდა. ლიგა 2-ის 21-ე ტურში ჯაბას გუნდი სტუმრად “შატორუს” დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. 34 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა დღევანდელი დაპირისპირება სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ კანკავა Sofascore-მ 6,5 ქულით შეაფასა. რაც შეეხება […]
ჯაბა კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა. ლიგა 2-ში მოასპარეზე “ვალენსიენის” ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ნახევარმცველი ოფიციალურად წარადგინა. კლუბის ვებ-გვერდის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. 2021 წლის ივნისამდე, “ტობოლის” ყოფილი ლიდერი ფრანგულ კლუბში 6-ნომრიან მაისურს მოირგებს. საქართველოს ეროვნულ გუნდში 93 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი საფრანგეთში ბოლოს, 2015-17 წლებში თამაშობდა, როცა ლიგა 1-ის ბინადარი […]