უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ვიდეო გამეორების სისტემასთან დაკავშირებით თავისი, თანაც საკმაოდ ნეგატიური აზრი დააფიქსირა. “VAR-ი პრობლემებს არ წყვეტს, ის უბრალოდ მათ ფარავს. კონკრეტულ სიტუაციაში იმას, რომ სისტემამ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანოს, საათნახევარი სჭირდება, თუმცა ხშირად ეს გადაწყვეტილება სიმართლესაც არ ასახავს. მე VAR-ის წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს ლამაზად შეფუთული სისულელეა. სამწუხაროდ, ამას არასდროს ვაღიარებთ“,-თქვა ვეტერანმა ფრანგმა […]