უელსთან მოგებული შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ვასკა ლობჟანიძემ, შეაფასეს: მერაბ შარიქაძე – ,,უსამართლობა იქნება, თუ მსოფლიო რაგბი თავს მოიტყუებს, თითქოს, ეს არ მომხდარა. ის, რომ წელს ორი უმაღლესი დონის გუნდი დავამარცხეთ, ბევრზე მეტყველებს, არა? იმედია, ისინი გვიყურებენ. ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მომხდარის იგნორირებას არ ეცდებიან. […]