ეროვნული ლიგის 35-ე ტური ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციით დაიწყო – 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს და იგი დღემდე ცხინვალის ციხეში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაათავისუფლებენ ქართველ ექიმს. პროცესში ჩართულია „წითელი ჯვარი“ და საერთაშორისო თანამეგობრობა. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები ხვალ ისევ შეეცდებიან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საკანში მოინახულონ. ასევე აღსანიშნავია, რომ გაფრინდაშვილის […]