საფრანგეთმა იტალია 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოთიშა
სექტემბერი 14, 2022
0
დღეს ევრობასკეტზე 1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს იტალია და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. ფრანგები პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდნენ და შეხვედრის საწყისი ნახევარი 7 ქულიანი უპირატესობით მოიგეს. თუმცა, მათი მეტოქეები მეორე ტაიმში პარკეტზე ძალიან მოტივირებულნი გამოვიდნენ. ჯანმარკო პოცეკომ გუნდის თამაშში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა და მესამე მეოთხედში იტალიამ არაჩვეულებრივად ითამაშა, რომელიც ფრანგებს 13 ქულით მოუგეს. […]