ბერძენი ფეხბურთელი ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს
31 წლის ბერძენი ფეხბურთელი – ნიკოს ცუმანისი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოების შემდეგ, სამართალდამცავებმა ცუმანისი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ცუმანისი “არისის”, “კალამარის”, ქსანტის”, “კორფუს”, “პანთრაკიკოსისა” და “ვერიას” ღირსებას იცავდა. ცუმანისს საბერძნეთის 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მაისურიც აქვს მორგებული. ბერძნული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცუმანისი ჟანგბადის უკმარისობით გარდაიცვალა. წყაროს მტკიცებით, სამართალდამცავებმა […]
გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატში დაბრუნდა. 34 წლის ფეხბურთელი პოლონეთის რანგით მეორე დივიზიონის წარმომადგენელ კლუბ, “პოდბერკიძიეში” ითამაშებს. “დინამო თბილისის” აღზრდილმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს. მერებაშვილი, რომელსაც კარიერის განმავლობაში სერბულ “ვოივოდინაში“, ბერძნულ “ოფში”, “ლევადიაკოსში” და “ვერიაში” უთამაშია, 2016-21 წლებში პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელ ვისლას “პლოცკში” გამოდიოდა და ამ კლუბის […]