საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მოახლოებულ შეხვედრებში გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. “ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც საწვრთნელ შეკრებაზე ტრავმის შემდეგ, გუნდთან ერთად მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა, ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელი რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ არ ითამაშებს”, – წერს სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი. ეროვნულ ნაკრებში ამ ეტაპზე […]