ვილი სანიოლი: “მგონია, რომ ფეხბურთი უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს…”
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდა და მატჩი ბრინტანელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა გააკეთა: “მოედანზე თავიდან რთული სიტუაცია იყო, რადგან ჯერ ურთულეს სათამაშო სიტუაციაში გოლი გავუშვით, შემდეგ კი რამდენიმეჯერ გავედით მოედანზე და დავბრუნდით გასახდელში. მატჩის წინ შოტლანდიის ნაკრების თავკაცს ვესაუბრე […]
ვილი სანიოლი: “საქართველო ოცნების ასრულების გზაზეა და ამ მიმართულებით გლაზგო სწორი დანიშნულების ადგილია”
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. “კვიპროსი მეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობდა. ვფიქრობ, პრობლემა იყო, რომ შემტევი ტიპის ფეხბურთელები დაცვაში აქტიურად არ მოქმედებდნენ. გუნდში ბალანსი ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ალბათ უყურეთ საფრანგეთისა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩს, თუმცა […]
ვილი სანიოლი: “ივნისის მატჩებისთვის სწორად მოვემზადეთ, მთავარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად და ფორმაშია”
უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს უნდა დაუპირისპირდეს, ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. “რამდენიმე ფეხბურთელმა სეზონი უფრო ადრე დაასრულა და შესაბამისად, მათთან ერთად, მომზადება ადრეული პერიოდიდანვე დავიწყეთ. მთლიანობაში, მოსამზადებელ პერიოდს დადებითად ვაფასებ, რადგან მათი მზადების ხარისხით კმაყოფილი ვარ და თან […]
“გველესიანი შანსს იმსახურებდა” – ვილი სანიოლი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს. პრინციპული მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა. გიორგი გველესიანის შესახებ “გიორგი გველესიანს 1 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ვთვლი, რომ შანსს იმსახურებს. უნდა ითქვას, რომ მანამდე გველესიანს […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. ეროვნული ნაკრების ლეგიონერები, რომლებსაც საკლუბო მატჩები მიმდინარე და მომდევნო კვირის უქმეებზე აქვთ, თბილისში საწვრთნელ შეკრებას მოგვიანებით შეუერთდებიან. ჩვენი გუნდის შემადგენლობა: მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, […]
დასაწყისი, პროფესიონალიზმის მნიშვნელობა და ახალი თაობის მომავალი – ვილი სანიოლის ინტერვიუ | VIDEO
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების ოფიციალურ პარტნიორ, საქართველოს ბანკთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და ბევრი თემის შესახებ ვრცლად და გულწრფელად ისაუბრა. “გულახდილად რომ გითხრათ, როცა ალექსანდრე იაშვილმა დამირეკა, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მისი შემოთავაზება მივიღე, რამდენჯერმე ვიდეოზარით ვისაუბრეთ, შემდეგ კი უბრალოდ ვთქვი, “მოდი დავიწყოთ”. ასე ადვილად დაიწყო ყველაფერი. ხანდახან ფეხბურთი სულაც […]
ვილი სანიოლი: “პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი”
საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, ნორვეგიასთან შინ ფრე – 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა. “პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი. პირველი 20-25 წუთი საშინელება იყო. ხშირად ვკარგავდით ბურთს. ნელ-ნელა ამის შეცვლას ვცდილობდით. მეორე ნახევარში მთლიანი სისტემა შევცვალეთ. ცენტრალური მცველის შეცვლამ დიდი სარგებელი მოგვცა. […]
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ნორვგეიას დაუპირისპირდება, ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ესპანეთის ნაკრების მიერ ნორვეგიასთან 3:0 გამარჯვება ვფიქრობ დამსახურებული შედეგი იყო. ნორვეგიის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია და რთულ შეხვედრას ველით, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. ცხადია, ხვიჩა ლეო […]
სანიოლი: ,,კვარაცხელიას შესახებ მუდმივი საუბარი უხერხულია, საკუთარი ლიდერი ყველა გუნდს სჭირდება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მონღოლეთთან გასამართ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა: ,,მონღოლეთი სხვა კონტინეტის ნაკრებს წარმოადგენს და შესაძლოა, მათზე ბევრი ინფორმაცია ცნობილი არ იყოს, თუმცა მეტოქისთვის ვემზადებით, მათ მატჩებს ვუყურეთ და გავაანალიზეთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო დროს ნაკრებში მეტი ან შედარებით ნაკლები სათამაშო წუთები მიიღეს, ამიტომ ახალი სახეები გამოჩნდებიან, რათა ისინი გამოვცადო და […]
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი 2 წლის ვადით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგმა სპეციალისტმა თავად, sofoot.com-თან ინტერვიუში დაადასტურა. “კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ კიდევ ორი წლით გამიხანგრძლივეს, რომელიც კიდევ 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. გადავწყვიტე წელიწადში რამდენიმე თვე თბილისში მეცხოვრა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, მწვრთნელმა იცოდეს ქვეყანა, მისი კულტურა, ტრადიციები, მენტალიტეტი და ფეხბურთელების ხასიათი. […]
ისტორიული რეკორდი იზრდება – საქართველოს ნაკრების ღირებულება 137 მილიონზე მეტი გახდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ღირებულება წამყვანი სტატისტიკური და სატრანსფერო პლატფორმის, Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით 137.38 მილიონი ევრო გახდა. ცხადია, ეს მაჩვენებელი ისტორიული რეკორდის კიდევ უფრო გაზრდას ნიშნავს, ვინაიდან წლების განმავლობაში, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 50 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ფასმა ზრდა საგრძნობლად დაიწყო. ლოგიკურია, რომ ეს ჩვენი გუნდის ორი ლიდერის, […]
ვილი სანიოლი: “ნორვეგიას ჰყავს ჰოლანდი, ჩვენ – კაშია”
2023 წლის პირველი მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა: “ნორვეგია ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დონის ნაკრებებთან თამაშის კარგი გამოცდილება დავაგროვეთ. მსურს, რომ, ის კარგი შედეგები და სათამაშო ფორმა, რომელიც 2022 წელს ვაჩვენეთ, გავაგრძელოთ და 2023 წელიც კარგად დავიწყოთ. რაც შეეხება ლუჩიანო სპალეტის, […]