“საქართველომ რეალობაში დაგვაბრუნა, ესპანეთთან აღებული ქულა ნაგავში გადავაგდეთ” – როგორ ეხმაურება ბერძნული მედია ჯვაროსნებთან შეხვედრას
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას, რომელიც სალონიკში გაიმართა და ტუმბა არენაზე, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების ფრით დასრულდა, ბერძნული პრესა მწვავე კრიტიკით ეხმაურება. ბერძნული გამოცემა sport-fm.gr-ი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრაში 3 ქულის ვერ მოპოვებით, მათი ქვეყნის ნაკრებმა ყატარში გასამართი მუნდიალის საგზურის მოპოვების შანის თითქმის დაკარგა, საქართველოს ნაკრების მისამართით კი საქებარ სიტყვებს არ […]
რატომ არ დაესწრო კახა ცხადაძე ვილი სანიოლისთან შეხვედრას?
საქართველოს ნაკრების ყოფილმა და “დინამო თბილისი” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტი რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის იმას, თუ რატომ ვერ დაესწრო შეხვედრას, რომელზეც ეროვნული გუნდის თავკაცი, ვილი სანიოლი ეროვნული ლიგის კლუბების დამრიგებლებს შეხვდა. “სანიოლთან კარგი და სასურველი შეხვედრა იყო, რადგან აუცილებელია, რომ გუნდებისა და ნაკრების მწვრთნელებს შორის […]
ვილი სანიოლი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებს მხარდაჭერა სჭირდებათ და მათ ტვირთი არ უნდა ავკიდოთ”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე და მეშვიდე ტურის შეხვედრების წინ, პრესკონფერენცია გამართა და ასევე 24-კაციანი განაცხადის, ეხბურთელების სათამაშო ფორმის და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. “თუ ვინმეს ხუთ დღეში რომელიმე მწვრთნელს რამის შეცვლა შეუძლია, მაშინ ის ჯადოქარი ყოფილა. Pay N https://www.siliconvalleycloudit.com/how-to-make-money-hosting-a-poker-game/ Play Casinos will only get more efficient and players […]
საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის რიგით მესამე გათამაშების დასაწყებად ემზადება. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში, თბილისის ზღვის ბაზაზე არასრული შემადგენლობით ვარჯიში დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 15 ლეგიონერი ვარჯიშობს, რომელსაც 26 მაისს ეროვნული ლიგიდან გამოძახებული ფეხბურთელები დაემატებიან. სრული შემაგდენლობით საქართველოს ნაკრები 29 მაისს შეიკრიბება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), […]
ვილი სანიოლი: “ნორვეგიას ჰყავს ჰოლანდი, ჩვენ – კაშია”
2023 წლის პირველი მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა: “ნორვეგია ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დონის ნაკრებებთან თამაშის კარგი გამოცდილება დავაგროვეთ. მსურს, რომ, ის კარგი შედეგები და სათამაშო ფორმა, რომელიც 2022 წელს ვაჩვენეთ, გავაგრძელოთ და 2023 წელიც კარგად დავიწყოთ. რაც შეეხება ლუჩიანო სპალეტის, […]
სანიოლი: “ფეხბურთელები შეეცდებიან, რომ ხვალ საქართველომ იამაყოს”
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხვალ სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. “დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიხარია, რომ სტოქჰოლმში ვართ. შესარჩევი ეტაპის დაწყებას მოუთმენლად ველით. შვედეთის ნაკრები ძალიან გამოცდილია, მაგრამ აქ ამბიციებით ვართ. იქნება თუ არა ფრე კარგი შედეგი? არა, მე ვიტყოდი, რომ მოგება უკეთესია. გერმანიაში ყოფნის […]
უჩა სოსიაშვილი: “ნამდვილად გამორჩეულია კუხიანიძის განვლილი გზა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი არ არის, საკუთარი რესურსის 30% აქვს გამოვლენილი”
18 მაისს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის თვეში გასამართი ორი ამხანაგური შეხვედრისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 22 წლის თავდამსხმელის, სერგო კუხიანიძისთვისაც მოიძებნა ადგილი. წყალტუბოს “სამგურალის” ახალგაზრდა ფორვარდის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განვლილი კარიერული გზა შთამბეჭდავია. არასრული ორი წლის წინ, იგი საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში თამაშობდა, რასაც გატანილი გოლები, ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურება და […]
რა შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ნიდერლანდებთან მატჩში?
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს – 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდურმა მედიამ ორივე გუნდის ფეხბურთელებს ინდივიდუალური შეფასებები დაუწერა. საქართველოს ეროვნული გუნდის მხრიდან ყველაზე მაღალი, 6.6 შეფასება “ჯვაროსნების” კარის დარაჯმა, გიორგი ლორიამ დაიმსახურა. voetbalzone.nl-ის მიერ შედგენილი მონაცემები ასე გამოიყურება: გიორგი ლორია – 7.1 ოთარ კაკაბაძე – 5.5 გურამ გიორბელიძე – 5.2 […]
ვილი სანიოლი: “ხვალ შვედეთთან პირველი მატჩისგან განსხვავებულად ვითამაშებთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფსრენცია გამართა და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “ივნისში, სექტემბერსა და ოქტომბერში, ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ. როცა, მთავარი მწვრთნელი, ეროვნულ გუნდში ახალ ფეხბურთელებს ცდის, ეს ნორმალურია. ახალი თაობა მოდის და თუ მათ შანსს არ მისცემ, მათი […]
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ეროვნული გუნდის კარგი სათამაშო ფორმის და უშუალოდ გუნდის შიგნით არსებული სასიამოვნო ატმოსფეროს შესახებ ისაუბრა. “საქართველომ ნაკრებმა ივნისში წარმატებით რომ ითამაშა, ამას მრავალი მიზეზი გააჩნია. ამისთვის დღევანდელმა ფედერაციამ ბევრი გააკეთა. ნაკრებშიც ორგანიზაციაც აშკარად შეცვლილია. ზოგადად, ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. მახსოვს, ადრე “საბურთალოზე” რა მინდორზე ვვარჯიშობდი და […]
ვილი სანიოლი: “მგონია, რომ ფეხბურთი უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს…”
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდა და მატჩი ბრინტანელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა გააკეთა: “მოედანზე თავიდან რთული სიტუაცია იყო, რადგან ჯერ ურთულეს სათამაშო სიტუაციაში გოლი გავუშვით, შემდეგ კი რამდენიმეჯერ გავედით მოედანზე და დავბრუნდით გასახდელში. მატჩის წინ შოტლანდიის ნაკრების თავკაცს ვესაუბრე […]
28 მარტი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები “დინამო არენაზე” ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა 28 მარტს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. იქამდე, ვიდრე ვილი სანიოლის გუნდი მოედანზე გავა და 2021 წელს პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება, საინტერესოა გავიხსენოთ, თუ როგორია 28 მარტი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. “ჯვაროსნებს” არსებობის […]