საქართველო მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის ბოლო შეხვედრა გამართა და 3:0 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდის მოწინააღმდეგე მუნდიალის მონაწილე მაროკო იყო. აფრიკელებმა სათამაშო უპირატესობა მატჩის საწყის წუთებშივე მოიპოვეს. მე-5 წუთზე გიორგი მამარდაშვილის კარი ენ ნესირმა აიღო. რაც შეეხება მეორე გოლს, ამჯერად თავი ჰაკიმ ზიეჩმა გამოიჩინა, რომელმაც გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. საბოლოო წერტილი მაროკოელებმა 72-ე წუთზე დასვეს, […]
გიორგი ბერიძე სიმბოლურში – ნაკრების ახალწვეული უნგრეთში გამოარჩიეს
გიორგი ბერიძე, რომელსაც ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში უხმო, უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. “კიშვარდასთან” მატჩში მან დეიდებულად ითამაშა, მე-1 და 35ე წუთზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა”, -წერს უნგრული გამოცემა csakfoci.hu 23 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ. გიორგი ბერიძე მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაში მყოფი ლეგიონერია. “უიპეშტის” ქართველ თავდამსხმელს უნგრეთის ჩემპიონატში 8 […]
კიდევ ერთი დებიუტანტი ეროვნული ლიგიდან – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის თვეში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – “ჯვაროსნები” რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრებისთვის, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის კიდევ ერთი დებიუტანტი და ეროვნული ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი – წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის თავდამსხმელი, სერგო კუხიანიძე. ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა ნუსხაში არ არის “ანორთოსისის” ფორვარდი, გიორგი ქვილითაია. საქართველოს […]
გიორგი აბურჯანია: “ტვენტეს სტადიონთან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედი მაქვს ეს ნიდერლანდებთან მატჩშიც გაგრძელდება”
ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ, რომელიც რუმინეთთან გამარჯვების გოლის ავტორი გახდა, მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “თითოეული ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული ყველა მატჩი საამაყოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს უპირისპირდები, რადგან ეს მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს, რა პლიუსები გვაქვს და რა მიმართულებით გვჭირდება მომატება. “ტვენტეს” სტადიონთან ძალიან […]
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა კოსოვოს წინააღმდეგ ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა, მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცნობილია საქართველოს ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობა, “ჯვაროსნების” სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია (კ), ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია – გიორგი წიტაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, […]
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია 0:3 დაამარცხა და 3 ტურის შემდეგ 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა – ვილი სანიოლიმ, მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა. “ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ვეცადე, რომ ბევრი ფეხბურთელი არ შემეცვალა. იმ მატჩში ბევრი ფეხბურთელი გადაიღალა, თუმცა ვეცადე, […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. ეროვნული ნაკრების ლეგიონერები, რომლებსაც საკლუბო მატჩები მიმდინარე და მომდევნო კვირის უქმეებზე აქვთ, თბილისში საწვრთნელ შეკრებას მოგვიანებით შეუერთდებიან. ჩვენი გუნდის შემადგენლობა: მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, […]
ვილი სანიოლი: “შვედეთთან ვნახეთ, რომ სანახაობრივი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, მინდა ეს მომავალშიც ვნახო”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარევი ეტაპის მეორე ტურის წინ, პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის შვედეთთან ჩატარებულ შეხვედრასა და ფეხბურთელების ინდივიდუალურ შედეგებზე. “შვედეთთან მატჩში ჩემი ფეხბურთელების თამაშით ამაყი ვარ. რა თქმა უნდა, ორი დღის შემდეგაც იგივეს ვფიქრობ. ჩვენი პირველი შეხვედრის […]
სანიოლი რუმინეთთან მატჩამდე – ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი
რუმინეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებმა პლოეშტის სტადიონზე ვარჯიში გამართა, ხოლო „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია და მომავალ დაპირისპირებასა და ამხანაგურ მატჩებში გუნდის მიზნებზე ილაპარაკა. „ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ, თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი […]
სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, სექტემბერში გასამართი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის 26-კაციანი სია ასე გამოიყურება: “ჯვაროსნები” სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავენ და 2 და 5 სექტემბერს, შესაბამისად, კოსოვოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან ამხანაგურად ითამაშებენ.
ვილი სანიოლი – თაობები მოდიან და ეროვნული გუნდი აქედან შედეგს მიიღებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება. ამხანაგური მატჩების წინ საქართველოს პირველი არხთან ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელთმა, ვილი სანიოლმა სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. მოლოდინები ეროვნული გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობის და მომავალი ამხანაგური მატჩების მიმართ ორი ამხანაგური მატჩი გველის, მაგრამ როდესაც […]
საქართველომ გიბრალტარის ნაკრები დაამარცხა
დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. გოლის ავტორები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი წიტაიშვილი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო საქართველოს ნაკრებში. პირველი გოლი ჩვენი მხრიდან კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. მეტოქეთა მხრიდან გოლის ავტორი ლუი ენესლი იყო, რომელმაც ანგარიშის შემცირება სტანდარტულიდან […]