ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, “ჯვაროსნების” შემადგენლობა დაასახელა. 24-კაციან განაცხადში დებიუტანტი არ არის, თუმცა ფრანგმა სპეციალისტმა აქ ძველი ლიდერები, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია და თორნიკე ოქრიაშვილი დააბრუნა. საინტერესოა, რომ განაცხადში მხოლოდ ერთი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძეა, ხოლო გიორგი ქვილითაიას ნაკრებში ამჯერად არ უხმეს. რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, შიდა ჩემპიონატიდან ეროვნულ გუნდში […]