მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ,,ვალენსიასთან” მოგების შემდეგ, ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა: ,,ხეტაფესთან მარცხის შემდეგ, თასის შეხვედრაში ვიმარჯვეთ, დღეს კი ჩვენთვის და ჩვენი ქომაგებისთვის შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. მეტოქეს გამარჯვება უნდოდა, მაგრამ 3 ქულა ჩვენ დაგვრჩა და ეს მთავარია. ვინისიუსი? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მასთან ერთად მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ. აქ იმისთვის ვარ, რომ მას დავეხმარო, მისი […]