2020 წლის ზაფხულიდან საქართველოს კიდევ 2 ლეგიონერი შეემატა – “დინამო თბილისის” ცენტრალური მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა და გორის “დილას” მარცხენა ფლანგელმა გურამ გიორბელიძემ ავსტრიული “ვოლფსბერგერის” მაისური მოირგეს. ლოჩოშვილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მალევე დამკვიდრდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დებიუტიც მოასწრო. 22 წლის მცველის აქტივში უკვე 9 მატჩი და 1 საგოლე გადაცემაა, რაც შეეხება გიორბელიძეს, მას ტრავმა […]