თემურ მახარაძემ რუსთავი დატოვა – გუნდს გამოცდილი სპეციალისტი გაწვრთნის
საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ქვემოქართლურ კლუბს გამოცდილი სპეციალისტი ვლადიმერ ხაჩიძე უხელმძღვანელებს. კლუბის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდი თემურ მახარაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. 69 წლის ხაჩიძეს წარსულში ხაშურის “ივერიას”, გორის “დილას”, “ბორჯომს”, “გაგრას”, “ვიტ ჯორჯიას” თავკაცობდა, ბოლოს კი ქუთაისის “ტორპედოში” მიხეილ აშვეთიას ასისტენტი გახლდათ.
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
ქუთაისში ტორპედო და თელავი დაზავდნენ – დებიუტანტმა პირველი წრე ერთადერთი წაგებით დაასრულა
საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტური ქუთაისში გაიხსნა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, “ტორპედომ” “თელავს” უმასპინძლა და ფრე 1:1 ეთამაშა. მატჩამდე, მასპინძლებს 8 ქულა ჰქონდათ, გასავარდნ ზონას 1 საფეხურით უსწრებდნენ და მეშვიდე ადგილს იკავებდნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს მათი მონაგარი 11 ქულა და მეხუთე ადგილი იყო. წინა ტურში, იმერლებმა სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს და თბილისში, “ლოკომოტივს” […]
ახალი მწვრთნელი ტორპედოში? – ქუთაისურ კლუბში ცვლილებები იგეგმება
ქუთაისის “ტორპედოს” უახლოეს მომავალში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება – როგორც ჩვენთვის სანდო წყაროს მიერ გახდა ცნობილი, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს გამოცდილი სპეციალისტი, ვლადიმერ ხაჩიძე ჩაიბარებს, რომელმაც “ვიტ-ჯორჯია” უკვე დატოვა. კახა ჩხეტიანის წასვლის შედეგ, ქუთაისურ კლუბს მიხეილ აშვეთია ხელმძღვანელობს და “ტორპედო” ეროვნული ლიგის პირველ მატჩში გორის “დილასთან” (0:2) მოედანზე მან გაიყვანა. სავარაუდოდ ის სამწვრთნელო შტაბში […]