საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” შემტევი – გიორგი მიქაუტაძე, იტალიური და ინგლისური საფეხბურთო კლუბების სატრანსფერო სამიზნეა. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული იტალიური მედია საშუალება La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მიქაუტაძის ტრანსფერით “ჯენოა” აქტიურად ინტერესდება, თუმცა, მისი შეძენა “უდინეზესაც” სურს. უდინელები მიქაუტაძეს ბეტოს იდეალურ შემცვლელად განიხილავენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჯენოასა” და “უდინეზეს” კონკურენციას […]
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით “ლიონი” და ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან. Le10sport-ის მტკიცებით, “ლიონი” მიქაუტაძეს აქტიურად აკვირდება, თუმცა, კონკურენციის გაწევა “ბარნლისთან” და “ვულვზთან” მოუწევს. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ მზარდი დაინტერესების ფონზე, “მეცმა” მიქაუტაძის ფასი გაზარდა და ქართველ შემტევს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 […]
დე ხეამ პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი მოიგო
ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ვულვზის” დაპირისპირება შედგა. ლეგენდარულ “ოლდ ტრაფორდზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. დავიდ დე ხეამ საკუთარი კარის მშრალად შენახვა მე-16 შეხვედრაში შეძლო, რის შედეგადაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი “ქლინ შითი” დააგროვა. ესპანელმა კარის დარაჯმა საუკეთესო მეკარის ტიტული და ოქროს ხელთათმანი მოიპოვა.
ვულვზისა და ლივერპულის მატჩის დროს რამდენიმე წამით შუქი ჩაქრა | VIDEO
ალისონის უხეში შეცდომა და გედეშის გოლი ლივერპულის კარში | VIDEO
ვულვზი ხულენ ლოპეტეგისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვულვზის” ნომერ პირველი სამიზნე, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ხელუნ ლოპეტეგია. “სევილიადან” წასვლის შემდეგ, ესპანელი მწვრთნელი უგუნდოდ არის დარჩენილი. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ჟორჟე მენდეშს, რომელიც “მგლებთან” საკმაოდ დაახლოებული პიროვნებაა, ლოპეტეგისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ოქტომბერში ინგლისურმა კლუბმა განაცხადა, რომ 2023 წლამდე სტივ დევისი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დარჩებოდა. ვარაუდობენ, რომ […]
ტრანსფერი იანვარში შედგება – რუბენ ნევეშს ბარსელონას უკავშირებენ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და “ვულვზის” ფეხბურთელის – რუბენ ნევეშის “ბარსელონაში” გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება. 25 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს “ვულვზთან” კონტრაქტი 2023 წლის ივლისში უმთავრდება, თუმცა მან კლუბის დატოვების სურვილი ნაადრევად გამოთქვა, რის შემდეგაც მასზე ნადირობა არაერთმა გრანდმა დაიწყო. ცნობილი სპორტული გამოცემის “Goal.com”-ის ინფორმაციით, ნევეშის ტრანსფერში მოწინავე ადგილს “ბარსელონა” იკავებს. ამ ტრანსფერის შესახებ რამდენიმე დღის […]
ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერ ლიგაში დაბრუნდა
“ჩელსისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილი ფეხბურთელი – დიეგო კოშტა პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და “ვულვზის” ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. წარმოშობით ბრაზილიელი 33 წლის ფეხბურთელი “ვულვზის” ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. ინგლისელებმა დიეგო კოშტა უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანეს, რადგან მათ ახალ ავსტრიელ ფორვარდს – საშა კალაჯიჩს ტრავმა აწუხებს, ასევე ტრავმირებულია მექსიკელი თავდამსხმელი – რაულ ხიმენესი. “ცხადია, კლუბმა […]
ნოტინგემ ფორესტი გიბს-უაითს £44.5 მილიონად ყიდულობს
“ნოტინგემ ფორესტი” გაძლიერებას განაგრძობს: ჩემპიონთა თასის 2-გზის გამარჯვებულმა კლუბმა ინგლისის U21 ნაკრების ნახევარმცველთან კონტრაქტი შეათანხმა. Sky Sports-ის ინფორმაციით, “ვულვზთან” მოლაპარაკება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა: მორგან გიბს-უაითის სანაცვლოდ, ინგლისური გუნდი სოლიდურ თანხას ითხოვდა და ერთი შეხედვით, ტრანსფერი ჩაშლის პირას იყო, თუმცა მოულოდნელად, “ნოტინგემ ფორესტმა” £44.5 მილინის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. მიმდინარე წლის ზაფხულში, ტაივო ავონი £18.45 მილიონად […]
ქოჩორაშვილის გოლი ვულვზის კარში | VIDEO
ვულვზი 1:5 მანჩესტერ სიტი (მიმოხილვა)
ბარსელონა ტრაორეს არ გამოისყიდის – ესპანელი ინგლისში დაბრუნდება
“ბარსელონა” ადამა ტრაორეს გამოსყიდვას არ აპირებს – ესპანელი ვინგერი სეზონის დასრულების შემდეგ “ვულვზში” დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა ტრაორე 2022 წლის დასაწყისში იჯარის წესით დაიმატა. 26 წლის ესპანელის გამოსასყიდი თანხის ოდენობა 30 მილიონია, თუმცა, როგორ ჩანს, “ბარსელონას” ფინანსური მდგომაეობიდან გამომდინარე, ტრანსფერი არ შედგება. ადამა ტრაორემ “ბარსელონას” მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. […]