საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” შემტევი – გიორგი მიქაუტაძე, იტალიური და ინგლისური საფეხბურთო კლუბების სატრანსფერო სამიზნეა. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული იტალიური მედია საშუალება La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მიქაუტაძის ტრანსფერით “ჯენოა” აქტიურად ინტერესდება, თუმცა, მისი შეძენა “უდინეზესაც” სურს. უდინელები მიქაუტაძეს ბეტოს იდეალურ შემცვლელად განიხილავენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჯენოასა” და “უდინეზეს” კონკურენციას […]